#10661019 · 5 Aug 2008, 20:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
karlsoni
ამ ტერმინით აღინიშნავენ პიროვნებასა თუ ორგანიზაციას რომელიც, ჩაბმულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით.
მისი პირდაპირი თარგმანი ქართულად არ მოიძიება არამედ, დამკვიდრდა ისე როგორც არის რეალთორი, ისევე როგორც ინსპექტორი, სუპერვაიზორი, მენეჯერი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი (ეს ყველა უცხო სიტყვებია). ესენი ზოგადი სიტყვებია რომელიც შეიძლება ნებისმიერ კომპანიას მოერგოს. მაგალითად მენეჯერი შეიძლება ჰყავდეს როგორც საამშენებლო კომპანიას ასევე, ტურისტულს. ხოლო - რეალტორი არის ორიგინალური კონკრეტულ საქმიანობასთან მიბმული ტერმინი. შეიძლება ითქვას ადამიანზეც რომ ის არის რეალტორი (ანუ ეწევა უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვას) შეიძლება ეს ტერმინი ითქვას კომპანიაზე (რომელიც ასევე ეწევა უძრავი-ქონების ყიდვა გაყიდვას) .
ალბათ, როგორც იკებანამ ბრძანა, უძრავი ქონების აგენტი არის სწორი თარგმანი ერთისაც და მეორე ინგლისური სიტყვისაც.
--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
|