ტოტალიზატორებისადმი მიძღვნილი თემა რომ არსებობს ნამდვილად ვიცი
ტოტალიზატორი , მაგრამ შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ იმსახურებს იდეა ცალკე თემას.
საქმე ეხება ე.წ "ვა-ბანკ სისტემით" თამაშს. ამ თამაშის თავისებურება ალბათ ყველას კარგად მოეხსენება, თვქენის ნებართვით მეზობელი თემოდან გადმოვაკოპირებ სისტემის რამოდენიმე ჩემეულ პოსტულატს

ამ სისტემით თამაშის დაწყებამდე დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ თქვენი ფინანსური და რაც მთავარია ნეისყოფის შესაძლებლობები, შემდგომ თუ გსურთ გაეცანით ჩემეულ რამოდენიმე სავალდებულო პირობას და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ თამაში:
1) უნდა განსაზღროთ თქვენი საწყისი ბანკი - დასაწყისითვის სრულიად საკმარისია 30 ან 40 ლარი .... რატომ 30 ან 40 ??? ეხლავე ბატონო, ეხლავე აგიხსნით
2) ბანკი აუცილებლად უნდა გაყოთ სამ ან ოთხ ნაწილად (მე პირადად სამ ნაწილად მაქვს გაყოფილი). გაყოფა აუცილებელია იმისთვის, რომ ფსონის წაგების შემთხვევაში არ დავრჩეთ ნულზე და კვლავ გვქონდეს სათამაშო ფული.
3) ფსონს რაც შეეხება მე პირადად არასდროს არ ვაკეთებ ფსონს ჩოგბურთზე, მიზეზი მარტივი და ტრივიალურია - 1) ინდივიდუალური სპორტია და მატჩის მსვლელობისას თქვენი ფავორიტის ტრავმის შემთხვევაში თქვენ წააგებთ ფსონს, რადგან მას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს, განსხვავებით გუნდური თამაშებისგან, ტრავმები და თამაშის მიტოვებები კი საკმაოდ გახშირდა ამ ბოლო დროს, 2) გადატვირთული გრაფიკის გამო, ფავორიტებიდან რომელი როდის დაიკიდებს კონკრეტული ტურნირის კონკრეტულ მატჩს არავინ იცის ე. ი. რისკის ალბათობა ძალიან დიდია.
4) ამ სისტემით თამაშისას არ გირჩევთ ფსონის გაკეთებას თამაშის შედეგზე - მაგ.: რეალი - უელვა 1, მიდლსბრო- უიგანი 1X და ა.შ. მე პირადად მაგ სისტემით თამაშისას ფსონებს ან გოლების ოდენობაზე ვაკეთებ ან რომელიმე გუნდის გოლის გატანაზე (ბუნებრივია, რომ ორივე შემთხვევაში ფსონი კეთდება ანალიზის და ე.წ. "გაწურვის" შემდეგ, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი წაგების ალბათობა). ტოტალს რაც შეეხება ვთამაშობ ან 1.5 მეტს (ხოგჯერ 2.0 მეტი ) ან 3.5 ნაკლებს (ზოგჯერ 3.0 ნაკლები) ანუ მაქსიმალურად ვზრდი ჩემს სასარგებლოდ მოგების ალბათობას, კოეფიციენტის დაკლების ხარჯზე. 1.5 (2.0) და მეტი ჯობია ითამაშოთ სინგაპურის, ისლანდიის, ნორვეგიის, ბელგიის, ჰოლანდიის, შოტლანდიის და მსგავს სოფლის ჩემპიონატების მატჩებზე. 3,5 (3.0) ნაკლებზე სათამაშოდ კარგია საფრანგეთის მეორე, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი, უკრაინა (დინამო-შახტარის გარდა რა თქმა უნდა smile.gif), იაპონიის ჯეი და მეორე ლიგა. გუნდის მიერ გოლის გატანაზე ფსონის დადებისას (მაგ.: პსვ გაიტანს, პორტუ გაიტანს და ა.შ.) მე პირადად ბრაზილიის უმაღლ;ესი და პირველი დივიზიონები და ისეთი ქვეყნები მიყვარს, სადაც 2-3 გუნდი გრემიტობს მუდმივად - მაგ.: შოტლანდია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია და ა.შ. ამხანაგურებიც კარგია.
5) სასურველია დარეგისტრირებული იყოთ ისეთ ტოტალიზატორში, რომელშიც ფსონებს გააკეთებთ LIVE რეჟიმში (მე პარი-მატჩის მომსახურებით ვსარგებლობ). LIVE-ს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს - ხშირია 1.1, 1.15 კოეფიციენტები კალათბურთის, ფრენბურთის (პლაჟისაც შედის ამაში), ჰოკეის და ა.შ. თამაშებზე, სადაც თქვენი მოგების ალბათობა 95% არის წაგების 5%-ის საპირისპიროდ. მაგალითად გუშინ იყო აშშ - ლიტვაზე 48 წამი იყო დამთავრებამდე , ჩაგდებული იყო 199 ქულა, პარიმატჩს კი 220-ზე ნაკლებზე ეწერა 1.1 კოეფიციენტი. LIVE რეჟიმში ფსონების კეთებისას იდეალური ვარიანტია იმ თამაშის LIVE-ში ყურება, რომელზეც აკეთებთ ფსონს, თუ ამის საშუალებას მოკლებული ხართ, მაშინ სავალდებულო წესით უნდა მოახდინოთ ფსონის ჩასასვლელი მატჩის გადამოწმება ალტერნატიული წყაროებით (იგივე პარი-მატჩი ხშირად იტყუება ბურთების ოდენობას კალათბურთსა და ხელბურთზე). LIVE-ს კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ზოგჯერ ასწრებ ფსონის დადებას დანმთავრებულ თამაშზე biggrin.gif . მაგალითად ორიოდ დღის წინ პლაჟის ფრენბურთის 1 სეტზე დავდე 1.2 კოეფიციენტზე, არადა 21- 17 მორჩენილი იყო პირველი სეტი smile.gif
6) ზემოთ ბანკი და მისი რამოდენიმე ნაწილად გაყოფა ვახსენე, ხოდა კიდევ ერთს დავამატებ. ბანკის გაყოფის შემდეგ, იწყებთ რა თამაშს ამ სისტემით, კიდევ ერთი სავალდებულო პირობა არის თანხის დათქმა ანუ იმ თანხის წინასწარ განსაზღვრა, რომლის მოგების შემთხვევაშიც, თქვენ თავიდან დაიწყებთ ყველაფერს. მაგალითად: დავიწყეთ 30 ლარით, თანხა გავყავით 3 ნაწილად და ვიწყებთ თამაშს 10 ლარით. თავიდანვე უნდა განისაზღვროს, რომ დავუშვათ 10-დან 100-ზე ასვლის შემთხვევაში, თქვენ მოხსნით მოგებულ 90-ს და ყველაფერს თავიდან დაიწყებთ. ასეთი პრინციპით თამაშისას მოგების ალბათობა მცირედით თქვენს სასრგებლ;ოდ იზრდება. (ეს არ ეხებათ ჰარდკორ მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ პრინციპით ყველაფერი ან არაფერი). შეიძლება ზოგს კითხვა გაუჩნდეს - ბანკი რომ სამ ნაწილად გავყო გამოდის, რომ საწყისი თანხის 2/3 ძინავსო. ჯერ ერთი ეგ 2/3 თქვენი დაზღვევაა, რადგან წაგება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, ხოლო 2/3 გიცავთ აბსოლუტური განულებისაგან. და მეორე აარის ასეთი შემთხვევები (გუშინწინ მქონდა მასეთი მომენტი). ვთქვათ თქვენი თანხის აქტიური ნაწილი გიდევთ ფსონზე ბასკო და გამა გაიტანს კოეფიციენტი 1.17. ამ დროს LIVE-ში შემოაგდეს თამაში აშშ - ლიტვა 220 მეტი ან ნაკლები (არადა ხედავთ რომ, 220-ზე მეტის ჩაგდება პრაქტიკულად შეუძლებელია). ხოდა იმ 2/3-დან 1 ნაწილს ვიღებთ ჩემო ბატონო და ვაკეთებთ ფსონს აშშ- ლიტვა 220-ზე ნაკლები, კოეფიციენტით 1.1. გამომდინარე აქედან მგონი კარგად ჩანს, რომ "თანხას ტყუილად ძინავს" ფრიად პირობითი ცნებაა.
7) ვთამაშობთ მხოლოდ ერთ ფსონს (ექსპრესები და მატარებლები წაგების უტყუარი გარანტიაა).
8) და ბოლო სავალდებულო პირობა - თუ თქვენ წინა 7 პუნქტის პირობებიდან რომელიმეს დაცვა და არც 1.1-დან 1.25-მდე კოეფიციენტის გამოცნობა-დაჭერა არ შეგიძლიათ, მაშინ ამ სისტემით ნუ ითამაშებთ, რადგან 100%-იანი გარანტიით ყოველთვის წააგებთ.
გისურვებთ წარმატებას.
პ.ს ყოველდღე 1.1 კოეფიციენტით 1 ფსონის გამოცნობის შემთხვევაში 30 დღეში (ან შესაბამისად 30 სწორად გამოცნობილი ფსონის შემთხვევაში) საწყისი კაპიტალი ჩვიდმეტმაგდება ანუ 10 ლარი 170 გახდება.
რაც შეეხება იმას თუ რატომა ეს სისტემა მჭიპავი 2 ვარიანტია - ან ტოტალიზატორი იჭიპება ან თვქენ
ეხლა ავხსნი რატომ არის ჩემის აზრით აუცილებელი ცალკე თემა:
1) იქ სამი ფსონი დ ავწერე და თემა ლამისაა აოხრდეს;
2) რადგან საქმე გვაქვს სისტემით თამაშთან, რომელიც გარკვეულ პერიოდს მოიცავს, დაინტერესებულ პირს ნაღდად გაუჭირდება ან დაეზარება ამ სისტემის ყველა ფსონის ნახვა, შესაბამისად გაძნელდება სისტემის ავკარგიანობის შეფასება, რადგან უამრავ პროგნოზებსა თუ ფსონებში სისტემა უსათუოდ ჩაიკარგება;
აქედან გამომდინარე მოდერატორს ვთხოვ დართოს ამ ტემას არსებობის უფლება (ეგებ და ყველამ ერთად ვიხეიროთ
) ... თუ მოდერატორი განსხვავებული აზრის იქნება, თავს ზევით ზალა არ არის და პროგნოზების წერას ისევ ტოტალიზატორების თემაში გავაგრძელებ.მაშ ასე, საწყისი ბანკი 30 ლარი, თამაშობს 10 ლარი, 20 ლარი სარეზერვო ფონდი. მიზანი საწყისი კაპიტალის გაორმაგება.
ფსონი #1
რაგბი NRL (ავსტრალია)
კოვბოიზ - რუსტერსი 2 (1.25) 10 ლარი --->>> 20-32 +
10 X 1.25 = 12.50
+1=0-0
--------------------------------------------------------------------------------
ფსონი #2
გეტებორგი - მალმე --->>> გეტებორგი გაიტანს (1.2)
გეტემ გაიტანა + (თან 2 biggrin.gif)
12.50 X 1.2 = 15
+2=0-0
---------------------------------------------------------------------------------
ფსონი #3 სლოვაკეთის ჩემპიონატი
კოშიცე - დუბნიცა ტოტ. 1.5 მეტი 1.30 - 15 ლარი
16-ე წუთზე კოშიცე - დუბნიცაში 1-1 გახდა biggrin.gif
15 X 1.3 = 19.50
+3=0-0
----------------------------------------------------------------------------------
ამიტომ აღარ ველოდებით მატჩის დამთავრებას და სარეზერვო ფონდიდან 19 ლარსა და 50 თეთრით ვაკეთებეთ #4 ფსონს:
ავსტრიის ჩემპიონატი:
ფსონი #4
რაპიდი - კაპფენბერგი 1 (1.33)
სიმართლე გითხრათ ცოტა მეშინია ამ ფსონის, მაგრამ არ მინდა ხელიდან გავუშვა, თან წაგების შემთხვევეაში ბანკის სარეზერვო ფონდი ამოქმედდება
This post has been edited by BOBO on 2 Aug 2008, 22:33