No Regrets
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12765
წევრი No.: 46934
რეგისტრ.: 15-November 07
|
#10587177 · 29 Jul 2008, 17:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯალათი სიკვდილამდე გვერდითაა, ანუ გაუფრთხილდით პიედესტალებს
15:11 29.07.2008 ნაცპარტიის მიერ წინასაარჩევნოდ დემონსტრირებული ”ხალხის გვერდით დგომა” შინაარსობრივად უფრო ცინიზმია ვიდრე პროპაგანდა.
[ბიძინა გიორგობიანი. ბერლინი 27.07.2008] რით იქნება გამორჩეული ნაცისტთა მეორე მმართველობა საქართველოში? წინასაარჩევნოდ მოქმედების ფორმის შეცვლა დროებითი რომ იქნებოდა ცხდი იყო. წასული წლების განმავლობაში მათ ქართული საზოგადოების ყველა სეგმენტს ბრძოლა გამოუცხადეს და უნდა ითქვას ერთი შეხედვით გაიმარჯვეს კიდეც. ნაცპარტიის მიერ წინასაარჩევნოდ დემონსტრირებული ”ხალხის გვერდით დგომა” შინაარსობრივად უფრო ცინიზმია ვიდრე პროპაგანდა. ავღნიშნავ, რომ ბოლო წამში ჯალათიც პატიმრის გვერდითაა, თუმცა ამ აქციით იგი სხვას არაფერს გამოხატავს თუ არა მზადყოფნას, ბოლო მოუღოს მსხვერპლს.
საქართველოში არჩევნები ჩატარდა, ახლა საზრუნავად, გამოცხადებული შედეგების დაცვა დარჩა. ამ საკითხს იმედია მოუვლიან ნაცისტები, ყოველ შემთხვევაში მანამდის მაინც დაიცავენ თავს წარმატებით, ვიდრე ბრაიზა თეთრი სახლის საშვს ჩააბარებს უკან და იორში დეკემბრის თვეში გავა პენსიაზე. რთული კომბინაციაა, საჭადრაკო ენაზე სიცილიურ დაცვას გავს მაგრამ სულაც არაა სასაცილო.
გავაგრძელებ საჭადრაკო თემას და ხელისუფლებისათვის ბრძოლის ფონზე განვიხილავ ”მოწამლული პაიკის” კომბინაციას, პაიკებად მიჩნეული მოქალაქეების მაგალითზე.
50 დღეში ნაცისტების მიერ გაქურდული ხაზინიდან მოქალაქეებს საარჩევნოდ დაურიდგათ, ფული, ნივთები, კრედიტები და კიდევ სხვა ბევრი რამ. მოქალაქეებმაც მიყიდეს ხმები ნაცპარტიას, სანაცვლოდ კი ზოგიერთებს ნება დართეს ქუჩაში ევაჭრა, მაგრამ არჩევნები დასრულდა და ნაცისტებმა ნაგვის ყუთში გადაყარეს, მწვანილიც და მისი გამყიდველებიც, რომლებიც ახლა ჭირვეული ბავშვებივით ხმების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ- ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვეს- როგორც კანცელარიიდან პრეზიდენტად მომუშავე, ”მატროსკა”-თი შემოსილი ახალგაზრდა იტყვის.
მე კი გეტყვით; ძვირფასო თანამოქალაქეებო, თქვენ პროპაგანდით მოგწამლეს და თქვენი ხმა ნაცისტთა გამარჯვებას შეეწირა. მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ, ახლა დიადი დროება დგება, დიადი დროების შესახებ კი მისგან გასრესილებს არაფერს ეკითხებიან.
საქართველოში კი გრძელდება ”ხალხის გვერდით დგომის” აქცია, 50 დღიანის შემდეგ გამოცხადდა 50 თვიანი პროგრამა - ასე ვთქვათ ოთხწლედი, ოთხი წელი ხალხის გვერდით. მაშ ასე, საქართველო რევოლუციის შემდეგ მე-2 ოთხწლედშია.
რას გვთავაზობს ნაცპარტია ახალ ოთხწლედში? როგორც სააკაშვილი კახელ მევენახეებთან შეხვედრაზე ირწმუნებოდა ამ ოთხწლედის მიზანია ხელისუფლების სოფლის გვერდით დგომა და მისი გაძლიერება, მევენახეობისათვის სუბსიდიებიც გამოუყვია მთავრობას ”15 თუ 20 მილიონი”. საერთოდ ტელეკამერების წინ ამ პატივცემული ადამიანის გლოსსალში სიტყვა მილიონი ძალიან სიმბოლური დატვირთთვით იხმარება, დაახლოებით ისე როგორც ძველ, რევოლუციამდელ თბილისში ავტოსადგომის პერსონალი 20 თეთრად ხმარობდა სიტყვა ”იცოცხლე”-ს.
აქ საინტერესო მარტო ეს 5 მილიონიანი შუალედი არაა, როგორც მისივე ენამზეობიდან გამოირკვა, სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პატრიოტულ პროცესებს თავად ადევნებს თვალს, კახეთში განაცხადა ”რესტორნებში შევამოწმე ღვინოები და ყველგან ქართული ღვინო ისმევაო”. ისე კარგია ქართველები რესტორნებში ბულგარულ ღვინოს, რომ არ სვამენ ჯერ, ალბათ ესეც ნაცისტთა დამსახურებაა.
კახელებს რთვლობამდის როგორც ყოველთვის რაღაც არნახულს ჰპირდებიან, შემოდგომით კი გაბითურებული და ხელში ცულმომარჯვებული ხალხი ითხოვს, რომ მთავრობამ ან სუბსიდია გამოუყოს – ან კიდევ ენა და უთხრას ბოლოსდაბოლოს, რომ მათი ყურძენი არავის ჭირდება. დარწმუნებული ვარ წელსაც აქტუალური იქნება, მთავრობის მხრიდან სუბსიდიისა და ენის გამოყოფის თემა.
საერთოდ ბატონი მიხეილი ხშირად დადის ”რეგიონებში”, მაგრამ უშედეგოდ. ცოტა ხნის წინათ ქართველი მწერალი გურამ პეტრიაშვილი ჟურნალ ”ჩვენი მწერლობა”-დან გვთავაზობდა ძველ და შინაარსით დატვირთული სიტყვების მთელ ლექსიკონს. უმიზნოდ მოსიარულე კაცს ამ ლექსიკონში ”ალაჯუნე” ჰქვია და უნდა ითქვას სააკაშვილისთვის ზედგამოჭრილია.
მაგალითად კახეთში ჩასვლამდის სააკაშვილი ქართლში, სოფელ სკრის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბლის ბაღში, გატაცებით საუბრობდა, რომ მალე საქართველოში ძროხების ლაქტაციის პერიოდი გაიზრდება და შესაბამისად 10 თვე შეგეძლებათ ძროხა წველოთ და ა.შ. და ა.შ. რომ მალე საქართველო 16’000 ტრაქტორით ”გადაიფარება”. ბლის ბაღში ამ კლოუნადის ყურებისას უნებურად ერთი გემრიელი ლექსი გამახსენდა: ”ვახტანგის ადგილს იჭერს ხეჩუა, გვეცლება ქართლი თვალს და ხელსშუა”.
ასე, რომ მატყუარები ისევ იტყუებიან, ხაზინის ქურდებიც ქურდობენ, ეჭვი მაქვს უძველესი პროფესიის მიმდევარნიც არ აგდებენ სამუშაო ტემპს, ასე რომ ჯერჯერობით ახალი და უხმარი არაფერია ხოლო წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე, თუ რით იქნება გამორჩეული ნაცპარტიის ბოლო პერიოდი მე მგონი, რომ საკუთარი დამარცხებების გამარჯვებად წარმოჩენა და რა თქმა უნდა საკუთარი თავის უკვდავყოფა იქნება ის მიზანი რასაც ნაცისტები დარჩენილ დროს მოახმარენ.
მათი პოლიტიკური გემოვნების ხალხს კი უკვდავყოფის ერთი გზა აქვთ- ესაა ძეგლები. ასეთი ხალხი ბოლოს ქვა და რკინას მოითხოვს. ასეთია მათი ბუნება. ცუდია, რომ ძეგლების პოლიტგამძლეობის თეორია არ არსებობს თორემ მოვძებნიდი ალბათ შესაბამის პასუხს იმ კითხვებზე რაც ძალიან მაინტერესებს, კერძოდ თუ რომელ ხუთწლედში დადგეს პირველი ძეგლი ბოლშევიკებმა? ან ევროპელმა ნაცისტებმა? შეიძლება ასევე დაგვედგინა რამდენ ხანს ძლებს საშუალოდ პოლიტძეგლი. არადა ჩვენებური ნაცისტები, რომ დაიწყებენ ამ საქმეს წყალი არ გაუვა.
ამ საქმეში თვით ბოლშევიკებიც იკავებდნენ ცოტა ხანს თავს, მერე კი აიშვეს. აქვე მცირე მოგონებაც: 1989 წლის შემოდგომის მზიანი დღეს, მე და ჩემი მეგობარი ქაშვეთის ეზოში ვისხედით, უცებ რუსთაველზე მოძრაობა შეწყდა და გუგუნი ”ჯოს-ჯოს”, ნელ-ნელა მოახლოვდა. ცოტა ხანში ხალხის დუნდგომ საღებავებში ამოსვრილი სერგოს ძეგლი ჩამოატარა. სახლში მობრუნებულს დამირეკა ტარიელ ჭანტურიამ, გაზეთ ”მამულში” ძეგლებთან დაკავშირებით წერილს ვბეჭდავთ და მოდი სტამბაშიო, იმ საღამოს წავიკითხეთ და ჩემი სახელით დაიბეჭდა მოწოდება- წერილი: ”გაუფრთხილდით პიედესტალებს” (ჰალლდიორ კილიან ლაქსნესს- ის ცნობილი ფრაზაა). არ დაგვიჯერეს და პიედესტალები დაანგრიეს.
ახლა, თუ სადმე გადარჩენილია პიედესტალი გაუფრთხილდით, გარწმუნებთ ძეგლების ხანა მოდის, ასევე მივმართავ ბუღაძის სასწავლებელში სტუდენტებს, რომ ის დროა ერთმანეთის ფურთხებას თავი დაანებონ და სკულპტურას მიაწვნენ.
ამ საქმეზე ცოტა ხანში დიდი მოთხოვნილება იქნება, ვინაიდან ნაცისტები აუცილებლად დაიწყებენ ძეგლების დადგმას- წარმოიდგინეთ ბექაურის, ფარული მიკროფონებით და კამერებით შემკული ძეგლი , ან ”მიშა მაგარი” ხელში ”ბოლტების” მოსაჭერი ქარჩით. ასეთი ძეგლების ფურთხით გაკეთების უფლებას ვინ მისცემს ბუღაძის აღზრდილებს? მგონი წინადადება რაციონალურია და ასე ვთქვათ კონსტრუქციულიც კი ვინაიდან 50 თვიან პროგრამაში ულაპარაკოდ ჯდება- დასაქმების კუთხით რასაკვირველია.
--------------------
«Так кто же из нас чудовище, Бленак? Тот, который отдает идиотский приказ, или тот, который готов безоговорочно его исполнить и показать всем свой голый зад из-за боязни потерять работу?».
|