აგვისტოს ბოლოს ზღვის და კიპარისების ქალაქი – სოჭი სტუმრებით აივსება.
მზიან სანაპიროზე თავს მოიყრიან ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები, პროდიუსერები, ჟურნალისტები, წამყვანები, რომ მაყურებლებთან ერთად ხუთი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინონ.
სოჭის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე “ხუთი ვარსკვლავი”
ნაცნობი ხმით და აქამდე უცნობი იმიჯით საქართველოს წარადგენს სალომე კორკოტაშვილი.
ცხელი ზაფხულის მუსიკალური დასასრული საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოწვევა რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან (ORT) მიიღო.
წელს პირველად კონკურსში მონაწილეობს დსთ-ს 15 და ბალტიისპირეთის ქვეყნები. კონკურსი სოჭში 28–31 აგვისტოს ჩატარდება, პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
28 აგვისტოს კონკურსანტები შეასრულებენ მსოფლიო ჰიტს, 29 აგვისტოს–საბჭოთა ჰიტს, 30 აგვისტოს – საკუთარი ქვეყნის სიმღერას, 31 აგვისტოს გაიმართება გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი.
5 გამარჯვებული გამოვლინდება SMS-ებით და ჟიურის მეშვეობით. მომდევნო კონკურსი გამარჯვებული მომღერლის ქვეყანაში ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობაშია რუსული შოუ–ბიზნესის არაერთი წამყვანი წარმომადგენელი.
ქართველი კონკურსანტი სოჭში შეასრულებს სიმღერებს: ედიტ პიაფის "La vie en rose", ალექსანდრა პახმუტოვას "სინაზე", ნიკა მემანიშვილის და ნინო ქათამაძის "საჩუქარი მზეს". მომღერლის საკონკურსო იმიჯზე ზრუნავს ავთანდილ ცქვიტინიძე, ფეხსაცმელს უკერავს ანუკა ქებურია.
სალომე კორკოტაშვილი, მისი მუსიკალური პროდიუსერი მარიამ ოსიტაშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი ნათია უზნაძე მოსკოვში გაემგზავრებიან 17 აგვისტოს, სადაც კონკურსანტი გაივლის რეპეტიციებს, ხოლო 24 აგვისტოს უკვე გენერალური რეპეტიციები სოჭში გაგრძელდება.
სალომე კორკოტაშვილზე არჩევანი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2008 წლის ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსიდან გააკეთა, რომელშიც სალომე მონაწილეობდა. სალომე კორკოტაშვილმა რუსული მხარის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ახალგაზრდა მომღერალთა კონკურსი “5 ვარსკვლავი” 2005 წელს რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა შემსრულებლების პოპულარიზაციას.
წყარო:
4You.Geაბა რას ფიქრობთ? მე ზუსტად ვიცი სალომეს იქ გასვკლა იქნება სრული კრახი