რამდენად საშიშია ვერცხლისწყალი განისაზღვრება იმით, თუ მის რომელ ქიმიურ ფორმასთან გვაქვს საქმე და რა დოზით.
ვერცლისწყლის მარილები საკმაოდ საშიშია(მაგ: HgCl2 და სხვა). თერმომეტრში არის მეტალური ვერცხლისწყალი და არცთუისე დიდი რაოდენობით, თუმცა მაინც საფრთხილოა. ზემოთაც თქვეს და კიდევ დავწერ, რომ ამ ფორმით პირის ღრუში თუ მოხვდა არ არის საშიში, რადგან ნაკლებად შეიწოვება და ისევ გამოიყოფა ორგანიზმიდან. მომწამლავი არის მისი ორთქლი, რომელიც ფილტვების გზით ხვდება სხეულში, ამიტომ აუცილებელია რომ სანამ აორთქლდება(ანუ მაშინვე) ეგ ბურთულაკები შეაგროვო. მტვერსასრუტს არ გირჩევთ მაინცდამაინც..სახლის პირობებში ხელთათმანის გამოყენებით, კოვზით ან ქაღალდით შეაგროვეთ რაიმე პლარტმასის ჭურჭელში და რამდენადაც ვიცი აფთიაქში შეგიძლიათ ჩააბაროთ. ასე გააკეთე და საშიშიც აღარაფერი იქნება

ზოგადად:
ვერცხლისწყლით მოწამვლის მთავარ წყაროდ თერმომეტრი ნამდვილად არ შეიძლება მივიჩნიოთ

დღეში ორგანიზმი ითვისებს დაახლოებით 14 მიკროგრამ ვერცხლისწყალს, როგორც ჰაერიდან ასევე საკვების მეშვეობით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს შეიცავენ ზღვის თევზები(მაგ: სკუმბრია და ვირთევზა), მაგრამ ზღვისპირას მაცხოვრებმა ხალხმაც( რომელთა ძირითადი საკვები თევზია) ძალიან ბევრი უნდა მიიღონ ამ სახის საკვები, რომ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. სასიკვდილო დოზაა თუ არ ვცდები 150-300 მგ.
ვერცხლისწყლის ორთქლის ხანგრძლივი ჩასუნთქვა ან მისი საკმაო რაოდენობის იონების მოხვედრა კი ორგანიზმში იწვევს მრავალ დარღვევას, მათ შორის თირკმლის უკმარისობას და ნერვული სისტემის დაავადებებს. ამასთან დაკავშირებით პატარა ისტორიული ექსკურსი: 19 საუკუნეში ქუდების დამზადებისას მექუდეები ნაბადს ამუშავებდნენ ვერცხლისწყლით და დროთა განმავლობაში იწამლებოდნენ, აღენიშნებოდათ ხელების კანკალი, ფსიქიური აშლილობა და სხვა ნერვული დაზიანებები. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან მოდის გამოთქმა " მექუდესავით შეშლილიო"

და ბოლოს ერთი ამბავსაც დავწერ. ჩვენც გაგვიტყდა თერმომეტრი ერთხელ, უფრო სწორად ჩემს 3 წლის დას გაუტყდა( თუ პირში ჩაიდო და მოკვნიტა დღემდე არ ვიცით) და ვერცხლისწყალი ჩაყლაპა.

ოთახში ვიპოვეთ მხოლოდ გატეხილი თერმომეტრი თავის გარეშე. ბავშვი ამტკიცებდა შევჭამეო. მიუხედავად მედიცინასთან მჭიდრო კონტაქტისა ჩავცვივდით პანიკაში, სასწრაფოდ რეანიმაციაში გააქანეს. იქ აღმოჩნდა რომ სხვა დროსაც ჰქონიათ ასეთი შემთხვევა და დაგვამშვიდეს. კუჭის ამორეცხვა და რა აღარ გაუკეთეს, იმან გადაგვარჩინა რომ არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

მადლობა ღმერთს მეორე დღეს გამოუშვეს ბავშვი საღ-სალამათი..
უF რამდენი ვწერე

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
This post has been edited by minerva on 30 Jul 2008, 22:14
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..