დამეხმარეთ რა ვინმე, ჩაინიკი ვარ ჰარდში და რა ვქნა

მოკლედ, ჩავაყენე 3 ვინჩესტერი:
- SATA ვინჩესტერი
- არა-SATA
(ნუ რაც ქვია, IDE მგონი
) - და კიდევ ერთი SATA
ხოდა, სისტემა მაქვს დაყენებული ამ მესამეზე, ანუ მეორე სატაზე.
როდესაც ვაერთებ მხოლოდ ამ SATA-ს, სისტემა იტვირთება ჩვეულებრივად.
როდესაც ვაერთებ მხოლოდ ამ SATA-ს და კიდევ მეორე SATA-ს, სისტემა ასევე უპრობლემოდ იტვირთება.
თუმცა, როდესაც ვაერთებ ამ სისტემურ SATA-ს და კიდევ იმ მეორე ვინჩესტერს, არა-SATA როა, მაშინ აღარ იტვირთება სისტემა. boot-ს ეძებს სწორედ ამ არა-სატა ვინჩესტერზე და ვერ პოულობს.
BIOS-ში კიდევ, 1st boot device სიაში მხოლოდ ეს არა-SATA ვინჩესტერი ჩანს ამ დროს და DVD-დრაივი. მეტი არაფერი

ამ SATA-ვინჩესტერებს ჯამპერები არ აქვს, რომ Primary Master-ზე დავაყენო სისტემური.
და არა-SATA-ს ჯამპერი საერთოდ მოხსნილადაც ვცადე, Slave-ზე დაყენებაც ვცადე, მაგრამ შედეგი იგივეა - მანდ ეძებს boot-ს და ბიოსში სხვა ვინტებს ვერ ხედავს.
ხოდა, როგორ მოვიქცე?