BuzzerBeater"BB" წარმოადგენს კალათბურთის ონლაინ მენეჯერს , რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ გუნდის მფლობელი და ითამაშოთ სხვა რეალურ ადამიანებთან ერთად . BB-ს მთელს მსოფლიოში თამაშობენ და ის უკვე მესამე სეზონია რაც არსებობს .
უკვე მოასწრო ჩამოყალიბება ქართულმა ლიგამაც რაც გვაძლევს საშვალებას ჩვენ , ფორუმელებს და არა მარტო ჩვენ ვითამაშოთ ერთმანეთში .
ასევე ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც , რომლის პირველი მოწვევის თავკაცაც არჩეულ იქნა ~Viking~ .ამჟამად ნაკრებს თავკაცობს sparrow
ასევე ყოველი სეზონის მიმდინარეობისას , პარალელურად იმართება თასის გათამაშება და
ჩემპიონთა თასი,რომელიც ახალი ტურნირია ამ თამაშში სადაც მონაწილეობას თითო ქვეყნიდან ღებულობს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული . შესაბამისად პარალელურად მიმდინარეობს სამი გათამაშება : თასი,ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა . შიდა ჩემპიონატში ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები 2 - 2 ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და თითოჯერ მეორე ჯგუფში მყოფ გუნდებს . შემდეგ ეტაპზე ანუ ანუ Play Off -ში გადიან გუნდები რომლებიც თავის ჯგუფებში 1-4 ადგილებს დაიკავებენ . შესაბამისი მეთოდით გასული გუნდები შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან , პირველ ადგილზე გასული მეოთხე ადგილზე გასულს შეხვდება , მესამე ადგილზე გასული გუნდი კი მეორე ადგილზე გასულ გუნდს . ამგვარი მეთოდით ისინი გაარკვევენ მათი ჯგუფის გამრჯვებულის ვინაობას რომელიც გავა ფინალში სადაც , იგივე მეთოდით გასულ მეორე ჯგუფის წარმომადგენელ გუნდს შეხვდება . სულ არსებობს ორი ჯგუფი , Big Eight და Great Eight . გუნდები თანაბრად არიან გადანაწილებული და ჯერ-ჯერობით პირველ სეზონს ატარებენ . ასევე ამ ტურნირების მსვლელობისას და შესვენებებისას შესაძლებელია ამხანაგური მატჩების დანიშნვაც .
თვითონ თამაშის წესები რა თქმა უნდა იგივეა რაც რეალურ კალათბურთში ...
დამწებთათვის :
პირველი აუცილებელი ნაბიჯი რამდენიმე მოთამაშის გაგდება ან გაყიდვაა — საკმარისია 10-12 კაცის დატოვება. იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი მოთამაშეების დატოვება სჯობს, თქვენ პროგრამა Assist! დაგეხმარებათ (ჩვენ საიტზე არის ამ პროგრამისადმი მიძღვნილი მენიუ). მოთამაშეთა შერჩევისას თქვენ ასევე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მათი ხელფასითა და DMI-თ.
ოდნავ მეტი ფულის მისაღებად დასაშვებია ბილეთებზე ფასების გაზრდა. ეს უნდა გააკეთოთ ეტაპობრივად — ყოველ თვეში ერთხელ. ფასების მკვეთრი ზრდისას თქვენ ფანატების ნაწილის დაკარგვის საფრთხე დაგემუქრებათ! თუ ბილეთების ფასი მაქსიმალური გახდა, ხოლო სარბიელი მაინც ივსება, დროა მის გაზრდაზე დაიწყოთ ფიქრი.
რაც შეეხება სპეციალისტებს, არ ღირს ექიმის დაქირავება, მოიყვანეთ გუნდში 3-5 დონის PR-მენეჯერი და მეხუთე, ან უკეთესი დონის მწრთნელი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისდა მიხედვით.
სკაუტებზე სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში ოპტიმალური იქნება კვირაში $5000-ის დახარჯვა, შემდგომში კი სატურნირო მდომარეობისდა მიხედვით ხარჯების რაოდენობის ცვლილება. თუ პირველ ან მეორე ადგილზე იმყოფებით, მიზანშეწონილია ხარჯების შემცირება, 3-5 ადგილების შემთვევაში გაზარდეთ ხარჯები $10000-მდე, ხოლო თუ ცხრილის ფსკერზე იმყოფებით, სკაუტების ხარჯები შეგიძლიათ $20000-მდეც აწიოთ.დაწვრილებით
გახსოვდეთ, რომ ამ თამაშში უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მრავალუნარიან მოთამაშეებს (მულტისკილებს)! საიტი ასევე თარგმნილია ქართულ ენაზე !
http://bbeaterge.wordpress.com
ყველას მოგიწოდებთ ნახოთ ეს საიტი და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აითვისოთ (ეს საჭიროა ქართული ბუზერის განვითარებისთვის). შენიშვნები/სურვილები დაწერეთ ან ამ თემაში, ან პირდაპირ იმ საიტზე.
Geobuzz Blogspot
ამ მისამართზე კიდევ შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე ტურების მიმოხილვები
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები :
Part I
Part II
Part III
Part IV
Part V
Part VI
Part VII
წინა თემის აქტივისტები :
RAULA 194
Chi 165
M43DL0 145
ratibati 144
_R@uL_ 96
ჩვენი ფორუმელები და მათი გუნდები:
Duff - BC Chemicals - Umaglesi Liga
Rozer - BT Rouzer - Umaglesi Liga
Donnie - Batumi Bobcats - Umaglesi Liga
M4edlo - Golden Tigress - Umaglesi Liga
Chi - Mimino - Umaglesi Liga
მიხეილ რძე - nuchuistebi - Umaglesi liga
Sparrow - georgian - Umaglesi Liga
ALImOe - Richmond Oilers - Umaglesi Liga
Marsianeli - GOLIATI - Umaglesi Liga
Irakli_777 - DINAMO TBILISI - Umaglesi Liga
vaxo4 - Gantiadi - Umaglesi Liga
R@uL - _R@uL_ - II.1 Liga
Rati-Bati - Experts - II.1 Liga
GSM1800 - Zero1000 - II.1 Liga
lashaam - Tbilisi Lakers II.1 Liga
majlajuna - Majlaj Boys - II.2 Liga
cocxi - Tbilisi Hornets - II.2 Liga
RAULA - raulasbichebi - II.2 Liga
dundee - FC DANDURA - II.2 Liga
Roxx - Mauldin - II.3 Liga
T@chka - True Wolves - II.4 Liga
BOBO - Saburtalo Devils - II.4 Liga
Manchester. - Necropolis . III.1 Liga
I think it's gonna rain when I die...
I guess I can go anywhere I want. If only I knew where to go