#10666844 · 6 Aug 2008, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GEORGIAN FONT 2008-08-06 13:29 საქართველოს შსს დღეს ოსური სოფლებისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ზნაურის რაიონის სოფლების, მუგუთისა და დიდმუხას მიმართულებით ქართულმა მხარემ დღეს ცეცხლი გახსნა. "არც ამ სოფლებში და არც კონფლიქტის ზონის დანარჩენ ტერიტორიაზე დღეს არანაირი სროლა არ დაფიქსირებულა. ოსური მხარის ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მუგუთისა და დიდმუხას მიმართულებით ქართულმა მხარემ ცეცხლი დღეს, 11:50 საათზე სოფელ ნულის მხრიდან გახსნა და ნულის სიმაღლის დაკავებას ცდილობს.
--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით... მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.
|