სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო ტურებს ცენტრალურ ოფისში. რუსთავი 2-ის ტურის მეშვეობით სტუმრებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ ტელევიზიის სხვადასხვა განყოფილება, საეთეროები, სტუდია; მოინახულონ ის ადგილები, სადაც იქმნება მათთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო პროგრამები. ტურის ხანგრძლივობა 1 საათია და მას გაუძღვება რუსთავი 2-ის ტურმენეჯერი. პროგრამა ითვალისწინებს შეხვედრებსა და გასაუბრებას კომპანიის მენეჯერებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის წამყვანებთან. ტურებზე მოსახვედრად საჭიროა ჯგუფური რეგისტრაციის გავლა რუსთავი 2-ის ტურის ვებგვერდზე.
http://tour.rustavi2.com/registration_tr2.docტურის განმავლობაში შეგიძლიათ მოინახულოთ რუსთავი 2-ში დანერგილი უახლესი სატელევიზიო ტექნოლოგიები; გაიგოთ, როგორ მოგზაურობს აუდიო-ვიდეოგამოსახულება სტუდიიდან ხელოვნური თანამგზავრის გავლით თქვენს ტელეეკრანებამდე. რუსთავი 2-ის ტური საშუალებას მოგცემთ საკუთარი თვალით იხილოთ საინფორმაციო სამსახურის სამონტაჟოები და ნახოთ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები ახალი ამბების სიუჟეტებზე; დაათვალიეროთ ძველი და ულტრათანამედროვე ვიდეოარქივები, მოინახულოთ რუსთავი 2-ის ცენტრალური საეთერო.
ტურის პროგრამა ითვალისწინებს რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ნიუსრუმისა და სტუდიის მონახულებას “კურიერის” პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს. სტუმრებს საშუალება მიეცემათ წამყვანის მაგიდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოთავსდნენ და თვალყური ადევნონ, როგორ მუშაობს “კურიერის” ჯგუფი ახალი ამბების ყოველდღიურ გამოშვებებზე. პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუმრები გაეცნობიან სტუდიური გადაღებისათვის საჭირო ტექნიკას, მათ შეეძლებათ პროდიუსერებთან, ოპერატორებსა და წამყვანებთან გასაუბრება. პროგრამის შემდეგ სტუდიაში ნებადართულია ფოტოების გადაღება.
რუსთავი 2-ის ტურები ეწყობა ყოველ შაბათს და მასში მონაწილეობისათვის ჯგუფური რეგისტრაცია უნდა გაიაროთ რუსთავი 2-ის ტურის ოფიციალურ გვერდზე
http://tour.rustavi2.com პირველ ეტაპზე ტურები მოეწყობა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს არა უმეტეს 12 წევრით - 10 სტუდენტი (ან მოზარდი) და ორი უფროსი (ჯგუფის ხელმძღვანელი). ჯგუფს რეგისტრაციაში გაატარებს რუსთავი 2-ის ტურმენეჯერი, რის შემდეგაც ჯგუფი მიიღებს ბილეთებს და დამატებით ინფორმაციას. რუსთავი 2-ის ტური უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია დაინტერესებულ მოსაწავლეთა თუ სტუდენტთა ნებისმიერ ჯგუფს.
წყარო:
http://tour.rustavi2.com/
This post has been edited by Flasher on 4 Aug 2008, 11:24