არცერთის.........
ქვეყანას არაფერ ეტყობა სასიკეთო მაგათი "საქმიანობის"
.................
ეს საერთოდ პირველად გავიგე ახლა:
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
თამარ მარტიაშვილი დაიბადა 1965 წელს ქ. თბილისში.
1980 წელს დაამთავრა თბილისის N63 საშუალო სკოლა. ამავე წელს დაამთავრა თბილისის N3 მუსიკალური ათწლედი.
1980 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1986 წელს.
1984 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამი-ნისტროს ტერაპიის კვლევით ინსტიტუტში ჯერ ღამის ექთნად, შემდეგ – ინ-ტერნად და ექიმად.
1990-1991 წლებში მუშაობდა კომპანია ,,Eurasia Trading Centre Company Ltd”-ს (იაპონია, ტოკიო. ცენტრალური ოფისი) რეგიონალურ დირექტორად.
1991-1992 წლებში მუშაობდა იტალიაში კომპანია ,,Norika Export-Import-Engineering” (ბუსტ-რო არსიზიო (VA)) რეგიონალური განვითარების მენეჯერად (აღმოსავლეთ ევროპა).
1992-1993 წლებში მუშაობდა კომპანია ,,ПКФ GVK" (რიგა, ლატვია) სავაჭრო დეპარტამენ-ტის უფროსად.
1993-1996 წლებში მუშაობდა შვეიცარიის კომპანიაში ,,Foodline S.A. Group” (incl. Chemoil Products Ltd.) (მოსკოვის წარმომადგენლობა) პროექტებისა და პროგრამების ხელმძღვანელად.
1996-2002 წლებში მუშაობდა ავსტრიულ კომპანიაში ,,Zomaco Engineering Handelsges. m.b.H." (მოსკოვის წარმომადგენლობა), პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსად.
1999-2001 წლებში სწავლობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში (მაგისტრატურა: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი).
1999-2001 წლებში სწავლობდა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ეროვ-ნული ეკონომიკის აკადემიაში (მაგისტრატურა: პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტიკური გა-ნვითარება, პოლიტიკური კონსულტირება).
2000 წლის ზაფხულში გაიარა დიდი ბრიტანეთის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ლონ-დონის დიპლომატიურ აკადემიაში დიპლომატიის დისკურსი.
1999-2001 წელს დაამთავრა დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის ,,მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა” (მაგისტრატურა).
2001-2002 წლებში მუშაობდა ,,Масри” (სამშენებლო და სამრეწველო ინვესტორების საერთაშორისო ასოციაციის) ექსპერტ-კონსულტანტად (მენეჯმენტი/კონსალტინგი).
2002 წელს ჩააბარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიის ასპირანტურაში, საკანდიდატო ხარისხის მაძიებლად: ,,საერთაშორისო სამართალი. ევროპუ-ლი სამართალი”.
2005 წლის 18 თებერვლიდან 18 მარტამდე მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში მთავარ სპეციალისტად (ხელშეკრულებით).
2005 წლის 16 მაისიდან ნოემბრამდე იყო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
2005 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე იყო ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყო-ბის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
2007 წლის 24 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტ-რის პირველ მოადგილედ.
2008 წლის 6 მაისს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად.
ჰყავს მეუღლე.
http://www.government.gov.ge/ltolv.php