soier212503
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2926
წევრი No.: 55058
რეგისტრ.: 6-March 08
|
#10877508 · 16 Sep 2008, 15:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრაიმ-ტაიმი” დაიხურა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მაგადაცემის პროდუსერს მიზეზად ის განუცხადა, რომ ტლეკომპანიას ფინანსური კრიზისი შეექმნაო. თუმცა ამის არ ჯერა გადაცემის წამყვანს, რომლის თქმით, გადაცემა ძალიან მომგებიანი იყო.
გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ”თიბისი-ტივის” ხელმძღვანელი მაკა ნოიძე, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მის მობილურ ტელეფონზე სხვა გვპასუხობდა რომელმაც გვითხრა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა. მოვინებით კი გვიპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. რატომ დაიხურა გადაცემა და რას სთავაზობს მაყურებელს, ამის თაობაზე ”რეზონანსი” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ესაუბრა.
რატომ არ გადის ”პრაიმ-ტაიმი” ეთერში? - პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემი პირველი და ბოლო ინტერვიუ. ამ ინტერვიუს შემდეგ, აღარ ვაპირებ გავაკეთო რაიმე კომენტარი, ვიდრე რაღაც ახალს არ დავიწყებ. რაც შეეხება ”პრაიმ-ტაიმს” სამწუხაროდ ეთერში არ გავა, როგორც მითხრეს, გადაცემა დაიხურა. ამის მიზეზად დასახელებული იქნა ფინანსური კრიზისი. თუმცა, ახსნა ვინმეს მხრიდან რაიმესი არ მომხდარა. იგივეა ”თბისი-ტივის” ხელმძღვანელის მხრიდან.
მე მითხრეს რომ არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო, ”რუსთავი 2” ვეღარ შეძლებს ამ გადაცემის ყიდვას. პროექტი მართლაც ძვირადღირებულია. მე ვკითხე მაკას, რაიმე ოფიციალური მიზეზი ხომ არაა-თქო, მან თქვა, რომ ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ მეც დაახლოებით თქვენს მდგომარეობაში ვარ.
როცა ეს პროექტი დავიწყე მაშინ ”თიბისი-ტივის” ხელმძღვანელი იყო ლევან ყუბანეიშვილი და დარწმუნებული ვარ, დღეს ლევანი, რომ ყოფილიყო ასეთ გაურკვეველ პასუხს არ მომცემდა და ცოტა უფრო სერიოზული პასუხი მექნებოდა თქვენთვისაც მომზადებული. ასე ერთი სიტყვით ითქვა, რომ გადაცემა ფინანსური კრიზისის გამო ეთერში ვერ გავა.
თქვენ გჯერათ, რომ გადაცემის დახურვის მიზეზი მართლაც ფინანსური კრიზისი გახდა? - ეჭვს ვერ შევიტან რომელიმე ტელეკომპანიის ფინანსურ მდგომარეობაში. შესაძლებელია ამ ომის გამო მართლაც შეიქმნა ფინანსური კრიზისი და შესაბამისად შესაძლებელია ტელეკომპანიას არ ჰქონდეს გადაცემის ყიდვის საშუალება. ვიმეორებ, რომ ”პრაიმ-ტაიმი” იყო ძალიან ძვირად ღირებული გადაცემა, მაგრამ ეს იყო ძალიან მომგებიანი პროექტი, ძალიან მაღალი სარეკლამო ტარიფებით. შესაბამისად ძალიან მაღალრეიტინგული გადაცემა იყო. ეს ჩემს ცხოვრებაში არის უკვე მეხუთე შემთხვევა, როდესაც დამიხურეს გადაცემა. ყველა პროექტის დახურვის შემდეგ მე ვჯდებოდი და ვიწყებდი ახალ გადაცემაზე მუშაობას. ზუსტად იგივე გეგმები მაქვს ახლა. ამ წუთას ვმუშაობ ახალ პროექტზე.
რომელ არხზე შეიძლება გიხილოთ? - ჯერ-ჯერობით არც ერთი არხისგან არ მქონია შემოთავაზება. მაგრამ, პრექტს შევთაზებ ყველა არხს. რა საკვირველია ეს იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ. ვერ გეტყვით, რომ ეს იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ მე აუცილებლად გავაკეთებთ რაიმეს ახალს. არ მინდა ტელევიზიიდან სადმე წავიდე. როცა უყურებ უცხოურ არხებს და ჟურნალისტების ასაკს, ვხვდები, რომ ახლა ვარ ნამდვილად იმ ასაკში, როცა შეიძლება ჩემს სიტყვას მაყურებელმა რაღაცა ანგარიში გაუწიოს და დაიჯეროს. ამ დროს დავრჩე გადაცემის გარეშე, ამას ჩემს ცხოვრებაში არ დაუშვებ. რადგან ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია.
მქონდა შემოთავაზე პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი არის, ჩემი საქმე და არ დაუშვებ, რომ ვიღაცა ადამიანები დასხდნენ და გადაწყვიტონ, უნდა ვაკეთო თუ არა ჩემი საქმე. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვყანაში ის დრო, რომ სამი-ოთხი კაცი დაჯდექა და გადაწვიტოს, ინგა გირიგოლია უნდა იყოს თუ არა თავის პროფესიაში. მე მინდა ვიყო ჩემს პროფესიაში.
მართლა გქონდათ შემოთავაზება გიორგი თარგამაძის პარტიიდან? - შემოთავაზება იყო. გიორგი არის ჩემი მეგობარი და მართლაც დიდი პატივი იყო ჩემთვის, ეს შემომთავაზება. როდესაც ველაპარაკებოდი გადაცემასთან დაკავშირებით, მან მითხრა, რომ ინგა პოლიტიკური თოქ-შოუები შეიძლება აღდგეს ამ ქვეყვანაში, მაგრამ მე მგონია, რომ შენ აქ არ განიხილებიო.
შემდეგ შემომთავაზა, რომ ხომ არ იფიქრებდიო პოლიტიკაში წასვლას. ძალაინ ბევრი ვიფიქრე, გული მიწევდა, რომ კენჭი მეყარა, მაგრამ ჩემმა ტვინმა მიკარნახა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ, რომ დღეს ჩემს თავს ვხედავ ტელევიზიაში და არა პოლიტიკაში.
ის, რომ ”პარაიმ-ტაიმის” დახურვა გადაწყვეტილი იყო, ამაზე პირველი განცხადება დავით გამყრელიძემ გააკეთა... - ნამდვილად ფეხბურთის გამო გავედით შვებულებაში და არ მიფიქრია, რომ მე გავედი სამუდამოდ. როცა ბატონმა დავით გამყრელიძემ, შალვა ნათელაშვილმა და შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ ერთად გამოთქვა ეს ვარაუდი, ყველას უმტკიცებდი, რომ ეს არაა ასე.
თქვენი აზრთი, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმართლაც ფინანსური კრიზისის გამო მიღებული გადაწყვეტილება? - მე, რომ ვყოფილვიყავი ”რუსთავი 2” -ს ხელმძღვანელი რასაკვირველია ასეთი რეიტინგის გადაცემაზე უარს არ ვიტყოდი. ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ეს პროექტი გასულიყო ეთერში. შესაძლებელია ესეც იყოს. მაგრამ, მე ვარ ჟურნალისტი... არავის არ დაუჯერებიან ჩემს გარშემო, რომ გადაცემა ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა. ოპოზიცია, რომ ყოფილიყო პარლამენტში ვფიქრობ, რომ გადაცემის დახურვა გართულდებოდა და ვუთხარი კიდევაც მათ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს კითხვები დაისმება გიორგი თარგამაძის ფრაქციის მხრიდან.
ტელეკომპანია ”კავკასიას” თუ შესთავაზებთ თქვენს ახალ პროექტს? - რასაკვირველია კი. ერთად-ერთრი ტელევიზია სადაც გადის პოლიტიკური თოქ-შოუ ეს არის კავკასია, არხი სადაც ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. მე და თქვენ განსხვავებული არაფერს ვიტყვით, თუ ვიტყვით, რომ ყველა არხის საინფორმაციოები ერთმანეთ გავს. მე მაქვს კითხვები ხელისუფლებასთან, რატომ არ გადის ეთერში არც ერთი პოლიტიკური გადაცემები?
ფიქრობდით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისშემთხვევაში ქართული ჟურნალისტიკა ასეთ დღეში იქნებოდა? - არა. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ასეთ ვითარებაში იქნებოდა ქართული მედია. სხვათაშორის ხელისუფლებას, რომელსაც ახლა აქვს ძალიან სერიოზული ეტაპი, ქვეყანას ამხელა მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო მაშტაბით, მოუწევს დაამტკიცოს, რომ დემოკრატიასთან მიმართებაში მწყრალად აღარ არის მაინც.
რომ იყო ეს დადასტურებულია. დღეს თუ საერთაშორისო მხარდაჭერა გაქვს, ხვალ არ უნდა მოგიტრიალდეს უზარმაზარი კითხვით, სად არის შენს ქვეყანაში სიტვყვის თავისუფლება. მე, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვეტოდი, რომ მაქსიმალურად უზრუველყონ სიტვის თავისუფლებას, და თუ კი რაიმე კითხვაა, ამას უნდა გაეცეს პასუხი.
ტელევიზიებს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. შენ, რომ ხარ ტელევიზიის ხელმძღვანელი თუ პროდუსერი, შენ უნდა შეგეძლოს შენი რაღაცა გაიტანო. ბოლო-ბოლო თუ არ ესმის, შენ დაანახო იმის აუცილებლობა, რომ საჭიროა პოლიტიკური თოქ-შოუები. საერთოდ მეჩვენება, რომ ტელევიზიები ძალიან უგორებენ კოჭს ხელისუფლებას. თავად უნდა ქმნიდნენ ახლა პროდუქციას. ძალიან ვწუხვარ, რომ არ ვარ ეთერში, თორემ დავსვავდი ყველა იმ კითხვას, რომელი კითხვაც შეიძლებოდა დამესვა. მაგრამ ამ კითხვებს შევინახავ ახალი პროექტისთვის.
ამ ლოგიკით გამოდის, რომ ხელისუფლებას არ უნდა გრიგოლია იყოს ტელევიზიაში... - ხელისუფლებას იმდენჯერ აქვს ჩემი გადაცემა დახურული, რომ რასაკვირველია ვიტოვებ უფლებას ვთქვა, რომ ახლაც სწორედ ამიტომ არის გადაცემა დახურული. მაგრამ იგივე ხელისუფლება არაერთხელ ყოფილა ”პრაიმ-ტაიმში” და ვერ ვიტყვი, რომ ისინი წაგებული წასულან გადაცემებიდან.
დათო ბაქრაძე მეუბნებოდა, თუ არსებობს რაიმე კითხვები მირჩევნია ეს კითხვები დაისვასო. როდესაც დაიწყო ”პრაიმ-ტაიმი” და როდესაც პოლიტიკური დუღილი გადავიდა სტუდიაში, მაშინ ხელისუფლებისთვის ეს ხომ აღმოჩნდა უფრო მეტად მომგებიანი.
7 ნოემბრი მოიტანა იმან, რომ ბოიკოტირებული ტელეკომპანია ”იმედი” სვავდა კითხვებს და არ არსებობდა ამ სამყაროში ვინმე, ვინც ამაზე პასუხს გასცემდა. ერთია როდესაც რუსეთთან ბრძოლაში მხარში გიდგას მთელი ცივილიზებული სამყარო, მაგრამ იგივე სამყარო ძალიან სერიოზულად დაგისპირისპირდება, თუ კი დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით კვლავ უზარმაზარი კითხვები გაჩნება.
7 ნოემბერი მოდის, ერთი წლის თავზე სად უნდა გაკეთდეს იმის ანალიზი, რა მოხდა ქვეყანაში ტელეკომპანია ”კავკასიის” გარდა? ორჯერ იყო ”პრაიმ-ტაიმში” სააკაშვილი და გულრწფელად გეუბნებით, რომ არც ერთი კითხვა მასთან შეთანხმებული არ იყო. მაშინ ის საჭიროდ თვლიდა, რომ გამოსულიყო და თავის ხალხთან ელაპარაკა, ახლა რატომ არაა ამის საჭიროება? ეს მაინტერესებს.
როგორ აფასებ ქართულ მედიაში არსებულ ვითარებას? ამასწინათ შიდა ქართლის გუბერნატორმა სცემა ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს... - ეს არის კატასტროფა. როდესაც ვიღაცა თავხედი ჩინოვნიკი ბედავს და ჟურნალისტს უბედავს თუნდათ ერთი ტონით ხმამაღლა დალაპაკებას, იქვე უნდა დადგეს მისი პასუხისმგებობის საკითხი. ძალიან მძიმე პროფესია აღმოჩნდა ჟურნალისტიკა საქართველოში.
ჩემი შვილს უნდოდა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, წინ გადაუდექი და ვუთხარი, რომ არ შეგატანინებ-თქო. იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც შენი პროფესია არავის არ დაჭირდება. ამ ქვეყანაში ჟურნალისტიკა გადაიქცა დაუსრულებელ პრობლემად. ან გირტყამენ, თავში დუბინკები გხვდება, ან გუბერნატორი დაგიჭერს და მოგკლავს ცემით. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ძალიან მძიმე დღეში ჟურნალისტები არიან.
--------------------
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!
|