#10647565 · 4 Aug 2008, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანის უფლებათა ცენტრიHuman Rights Center
www.humanrights.ge - ვებ პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე.
განაცხადები მიიღება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან -16 ნოემბრამდე.
ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის: 1. საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება ადამიანის უფლებებზე; 2. საუკეთესო სტატია ადამიანის უფლებებზე; 3. საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი ადამიანის უფლებებზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს. სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. წარდგენილი მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2008 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ. 4 სართ. ბინა 22. ტელ.: 37 69 50; 38 46 48 ელ-ფოსტა: nino@hridc.org
ადამიანის უფლებათა ცენტრი Human Rights Center
www.humanrights.ge - ვებ პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს
ადამიანის უფლებებზე ფოტო-რეპორტიორებისათვის
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე.
განცხადებები მიიღება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე.
ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:
1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი; 2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე; 3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოღვაწე ფოტო-რეპორტიორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს. კონკურსში მიიღება მხოლოდ ფოტოები ციფრული სახით. ფოტოებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია ადამიანის უფლებებთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ. ბინა 22 ტელ.: 37 69 50; 38 46 48 ელ-ფოსტა: nino@hridc.org
--------------------
ქვეყნის ძირგამომთხრელი
|