#10683538 · 7 Aug 2008, 20:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იცოდეს პრეზიდენტმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს განცხადება აღმოჩნდა ისეთივე უკან დახევა, როგორც 2004 წელს იყო, მაშინ მძიმედ მოიმკის. მოგვბეზრდა საქართველოში უკვე წაგებულის როლში ყოფნა. როდესაც შენს მოქალაქეებს ხოცავენ, ნორმალურმა ქვეყანამ უნდა გასცეს ამას საკადრისი პასუხი. იმედია ეს განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ დასავლეთის გულის მოგებას და იმის ჩვენებას, რომ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის განმაახლებები. მაგრამ თუ ეს აღმოჩნდა კიდევ ერთი მარცხი, მაშინ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებას ეს მარცხი არ უნდა ეპატიოს. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მოვითხოვ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გაატაროს ყველა საჭირო ძალისმიერი ღონისძიება და არათუ დაიცვას ჩვენი მოსახლეობა, არამედ საკადრისი პასუხიც გასცეს! დღეს ღამე გამოჩნდება ამ განცხადების არსი. დიპლომატიური გამარჯვება იყო, თუ მარცხის აღიარება!
ახალი თემა იმიტომ გავხსენი, რომ მეზობელ თემაში გვერდები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება და თანაც უმეტესწილად ეს ფლუდის დამსახურებაა. მე ვიცი რომ ამ ფორუმს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადევნებენ თვალყურს და მინდა, რომ ეს თემა წაიკითხონ, ვინაიდან ეს არა მარტო ჩემი პოზიციაა, ესე ქართველთა დიდი ნაწილი ფიქრობს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ბატონო პრეზიდენტო, იმედია, რომ თქვენი განცხადება არ იყო მარცხის აღიარება და იყო მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოებებისთვის ობიექტური სინამდვილის დანახებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოოდ დაკარგავთ ხალხის ნდობას, რომელიც დღევანდელი მოვლენებისას ისეთი ერთიანი და ეროვნული იყო, როგორც არასდროს.
მოდერებს ვთხოვ არ დახურონ თემა!
|