ყველაფერი დაიწყო ასე:
გავაჩერე მანქანა სადგომზე და ავედი სამსახურში. ნუ იქ რას ვაკეთებდი არ აქვს ამას მნიშვნელობა. ერთადერთი რაც საინტერესოა, დროზე ადრე გამოვედი და ვაპირებდი სამსახურის გახალტურებას. ჩავედი ქვემოთ.
შევხედე მანქანას
აშკარად ვიცი რომ ზაწემნიონკები არ ქონია დილას, როცა გავაჩერე. არც ვინმეს აქვს ჩემი ვალი იმდენი რომ ასე სურპრიზი გამიკეთოს და უფასოდ გაეკეთებინა დამუქება
არადა აშკრადა აქვს

ნუ აქ მეწყება უკვე გამოსლევება
მივდივარ, ვუახლოვდები და ნელ-ნელა მატულობს ხარისხი... დასლევების.
არაფერი არ ჩანს სალონში, მინები არის ყავისფერ-შავი.
ნუ ვაღებ მანქანას
და ღამდება
შავი კვამლი გამოვარდა ისე რა, ინდიელებს რომ აქვთ ხოლმე ბრძოლის წინ ღრუბელ-ღრუბელ რომ უშვებენ
დავპანიკდი
ვეცი ეგრევე, 4'ვე კარი გავაღე
ცოტა განიავდა და შედეგი: ბარი (კარობკასთან რომაა, ზემოთ) დამწვარია სულ და ცეცხლი უკიდია პაუხოდუ.
მთელ მანქანაში დევს 5 სანტიმეტრიანი ჭვარტლის ფენა და საშინლად ყარს.
ნუ მივასხი წყალი, კოკა-კოლა, ზოგი გამვლელის სპრაიტი და ა.შ.
ჩავაქრე.
ცოტა ხანი ვუარე მერე აქეთ-იქიდან, სადმე კიდე ხო არ უკიდია'თქო მაგრამ ვერაფერი შევამჩნიე.
ჰოდა, ყველაფერი იმით დამთავრდა რომ მანქანა ქიმწმენდაშია და მე ქე დავდივარ მურიანი ახლაც.
მორალი: დაანებეთ მოწევას თავი კი არადა, ნუ დატოვებთ მზეში დაყენებულ მანქანაში პლასტმასის სანთებელას.
ხო, ეგაა.
აფეთქდა მზეზე გადახურების შედეგად სანთებელა, რომელიც დამრჩა მანქანაში და დღემდე გაურკვეველი მიზეზებით გაუჩნდა ცეცხლი.
გმადლობთ, რომ მისმენდით.
საღოლ თქვენს მოთმინებას.
This post has been edited by Renix on 7 Aug 2008, 14:15