პარადოქსია, მაგრამ ღრმად პატივცემულ შალვა ნათელაშვილზე მიწევს თემის გახსნა...
ამონარიდი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებიდან: «საქართველოს მოქალაქეები არჩილ ბენიძე, გიორგი გოგლიჩიძე, ვაჟა სეთურიძე და დავით ვერძეული იყვნენ პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრები. მათ ახლობლური ურთიერთობა ჰქონდათ ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შალვა ნათელაშვილთან. 2007 წელს, გამოძიებისათვის გაურკვეველ ვითარებაში, ჯერჯერობით უცნობი პირისაგან, ისრაელის მოქალაქე ანატოლი მოტკინის შუამავლობით, ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო Oშეთავაზება საბანკო გადარიცხვის გზით 100.000 დოლარის მიღების შესახებ. ამ თანხის კანონიერად მოპოვების არავითარი დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ გააჩნდა. რადგან ეს უჩვეულო გარიგება არ იყო ეკონომიკური და კომერციული შინაარსის მატარებელი და არ შეესაბამებოდა მის ჩვეულ საქმიანობას, ნათელაშვილმა გადაწყვიტა დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროსა და მასზე საკუთრების უფლების დამალვა, რისთვისაც აუცილებელი იყო ტრანსაქციის რამდენიმე ნაწილად დაყოფა. თითოეული გადმორიცხვა არ უნდა ყოფილიყო 30.000 ლარზე მეტი (30 ათას ლარამდე გადარიცხვები არ ექვემდებარება «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო მონიტორინგს). ნათელაშვილმა ისარგებლა თავისი ავტორიტეტით და დაჟინებით სთხოვა პარტიის ზემოაღნიშნულ წევრებს დახმარებოდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელდობრ 100.000 აშშ დოლარიდან 60.000 აშშ დოლარის ლეგალიზებაში (დანარჩენი 40.000 აშშ დოლარის ლეგალიზება ნათელაშვილმა თავის ნაცნობ ვალერიან დავითურის ხელშეწყობით მოახერხა). ზემოთ დასახელებულმა პირებმა, შეთანხმებისამებრ, შალვა ნათელაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელმა, ალბათ(!), ინტერნეტის მეშვეობით გაუგზავნა ანატოლი მოტკინს. დანაშაულის კვალის საგულდაგულოდ დაფარვის მიზნით (რომ არ გამჟღავნებულიყო მორიგების ნამდვილი ბუნება) თანხის მაგივრად მათ უნდა მოეხსენიებინათ წიგნები. 2007 წლის 31 ოქტომბერს, ანატოლი მოტკინის მითითებით, არამოთანამშრომლე უცხოურმა კომპანიამ «ალთუს ინვესტმენტ მენეჯმენტმა» ნათელაშვილისთვის გამიზნული 100.000 აშშ დოლარის ანგარიშში აღნიშნულ პირებს ჩაურიცხა 15-15 ათასი დოლარი. აღნიშნული თანხა მათ ნაღდი ფულის სახით გადასცეს შალვა ნათელაშვილს. არჩილ ბენიძის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებულია ვალერიან დავითურისა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს ბანკში და «ჯეოსელში» ამოღებული დოკუმენტებით"«.
ამ ყველაფრის შემდეგ წესით, ბატონი შალვა კაპეზეში უნდა იმყოფებოდეს მაგრამ....
ეს უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ემსგავსება...
მე რამდენადც ვიცი, მიშას ვერ მოუნელებია ის ფაქტი, რომ შალვა პარლამენტში არ შევიდა, დარბაზში, რომ არ ჩითავს...
ეს ლოგიკურიცაა, პარლამენტს ოპოზიცია სჭირდება, ამისათვის თარგამაძე არ გამოდგება, ნათელაშვილზე კიდე შეიძლება რაღაცის თქმა,(არც მაგის ოპოზიციონერობა გაიშვა სადმე)...
იტოგში, პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტი გარკვეულია...
ბატონი შალვა ეხლა ცდილობს ჩაგრულის იმიჯი მოირგოს....
ფარული ჩანაწერის შინაარსი შალვას მონაწილეობით ასეთია:
ამას ეუბნება შალვა ვინმე მოტკინს.... ბადრისთან დაახლოებულ პირს..
საქართველოში «ჰარი პოტერი» ძალიან დეფიციტური წიგნია. დახლებთან უზარმაზარი რიგები დგას. ჩემი ბავშვები ამის გამო ძალიან ნერვიულობენ. რვა ცალი გამომიგზავნე, ოღონდ თხუთმეტზე მეტი არ უნდა იყოსო.
ესეც ლინკი:
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm This post has been edited by el-greko on 7 Aug 2008, 18:15