#10691918 · 8 Aug 2008, 11:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინაიდან პოლიტიკის განყოფილებაში აღარ შევდივარ, გადავწყვიტე სწორედ აქ გამეხსნა თემა.
დღეს როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება თითოეული ჩვენგანის გამბედაობა, ერთად დგომა და ერთმანეთის გატანა მე მიწევს ქვეყნის დატოვება. ასეთ უმძიმეს ვითარებაში ჩემთვის ძალიან რთულია ქვეყნის დატოვება, მაგრამ ობიექტური გარემოებიტ ნაკარნახევი აუცილებლობა მოითხოვს, რომ სწორედ ასე მოვიქცე. არ ვირიცხები რეზერვისტების სიაში, ჭინააღმდეგ შემთხვევაში უპირობოდ დავემორჩილებოდი ჩემი პრეზიდენტისა და მთავარსრდლის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო მობილიზაციას.
მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აბსულუტურად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ჩემი სახელმწიფოს, პრეზიდენტისა და მთავარსარდლის გადაწყვეტილებებს.
დღეს მტერმა დაუფარავად შემოგვიატია. დღეს წყდება ჩემი ქვეყნის, ჩემი მომავლის ბედი.
ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დაბეჯითებით, რომ მე ვილოცებ თითოეული ქართველი ჯარისკაცის, რიგითი მოქალაქისა და ჩემი სამშობლოსთვის, აუცილებლად ვილოცებ.
ღმერთი იყოს თითოეული ქართველისა და ჩვენი სამშობლოს მფარველი!!! ამინ!
--------------------
Time
|