#10731378 · 11 Aug 2008, 11:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხო, გუშინ ვიყავით მე და ჩემი მეგობრები და დეტალურად აგიხსნით რა და როგორ:
1. მიდიხართ მიცკევიჩის 29ა-ში, მიცკევიჩის ბოლოშია, საირმის ასახვევთან, მეორე სართულზე. 2. მერიაში დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, მე პირდაპირ მიცკევიჩზე დამამისამართეს. 3. დევნილებს ჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, საჭმელი, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების საგნები. 4. ჩამოგიწერთ მიახლოებით სიას რისი მიტანა შეგიძლიათ:
ტანისამოსი: რაც გაქვთ და არ გენანებათ ყველაფერი და ყველანაირი, მთლად ზამთრის ქურთუკები მემგონი ჯერ არ ჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. ქალების, კაცების და რაც მთავარია ბავშვების, ძალიან ბევრი ბავშვიაო, ყველა ასაკის, მათ შორის თოთო ბავშვები.
თეთრეული: ძალიან ჭირდებათ. თეთრეული, პირსახოცები, პლედები, საბნები, თუ გაქვთ და შეგიძლიათ ლეიბები.
ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები: საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.
პროდუქტი: შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.
ბავშვებისთვის: დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპარსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.
ხალხო, პანიკის და ვაი-ვაის ყვირილს, ჯობია ამ ხალხს დავეხმაროთ, ჩვენს მეტი მათ არავინ არ ყავთ და თითოეული თქვენთაგანის გაღებულმა პროდუქტმა ან ტანისამოსმა შეიძლება მშვიდად დააძინოს ერთი ადამიანი ან ერთი ოჯახი და დააპუროს თუნდაც ერთი ბავშვი. ეს არის ის რისი გაკეთებაც თქვენ აქ შეგიძლიათ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი ხალხისთვის. თითოეული თქვენთაგანის გაღებული ხუთი ლარი საჭმლით უზრუნველყოფს ერთ დევნილს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
P.S. ჩემი რჩევა იქნება კონსოლიდირებულად მიიტანოთ, შეგროვდეთ რამდენიმე ადამიანი და ისე მიიტანოთ.
--------------------
http://www.gode.ge შინაარსიანი ბლოგი
|