#10711384 · 9 Aug 2008, 23:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვფიქრობ სასწრაფოდ უნდა გავმართოთ აქცია ამერიკის საელჩოსთან. არა საპროტესტო, არამედ საინფორმაციო...
რუსეთის საელჩოსთან აქცია ყველას კიდია. ნუ გასაგებია, გვბომბავს და ვაპროტესტებთ. ჩვენ ახლა სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ იმას რომ დაგვეხმაროს ამერიკა რამენაირად. ეს არის ერთადერთი გარეგანი დახმარება რაც შეიძლება მივიღოთ, და ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი თავის იმედზე უნდა ვიყოთ.
ასეთი მესიჯი უნდა იყოს: არის თუ არა ამერიკა საიმედო მოკავშირე? ჩვენი ბიჭები ერაყში იხოცებოდნენ და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს აქ, იმიტომ რომ ჩვენ მოკავშირეს ვეხმარებოდით, ვალის გადახდის დრო დადგა. რუსეთი ეხმარება თავის მოკავშირეს ყველაფრით. ამერიკა ჩვენ – არაფრით. ჩვენ არ გვინდა ამერიკელი სამხედროები აქ, უბრალოდ გააკეთონ ყველაფერი რაც შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური გზით რომ აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს დაბომბვა. არ გვაინტერესებს ბუში deeply concerned(მერწყევინება ამ სიტყვაზე) არის თუ არა, ჩვენ გვინდა რეალური ზეწოლა რუსეთზე.
მშვიდი, საინფორმაციო აქცია. * * * თქვით რამე.... და კარგი იქნებ პოლიტიკაში თუ გადაიტანთ, მე ვერ ვხსნი იქ თემას.
--------------------
კოვზი არ არსებობს (-;
|