ხალხნო მოკლედ ასე...ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ და მერე რამდენიც გვინდა ვხატოთ შეტევის გეგმები...
რატომ არ ვფიქრობთ ინფორმაციულ ომის მოგებაზე პირველ რიგში?აფხაზები ახერხებენ ამას და ცდილობენ მთელს მსოფლიოს დაანახონ რომ ისინი ოდესღაც ქართველების მიერ დაპყრობილები არიან და იბრძვიან თავისუფლებისთვის.რა თქმა უნდა,არ გამოზდით(რომ გამოზდიოდეთ,დიდი ხანია აღიარებდნენ).მაგრამ სახეზეა მცდელობა.ჩვენ კი მხოლოდ სამხედრო ძალის დემონსტრირებას ვახდენთ,ვატარებთ წვრთნებს ფოთში,და აღლუმებს თბილისში.ცოტა ფანტაზია რომ წამოვიხმარო,მე ასე მოვიქცეოდი:
1:შესაბამისი სამსახურების მეშვეობით გავავრცელებდი ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის თაობაზე.თან საკმაოდ კარგად გავავრცელებდი.ამით რუსეთს,ერთგვარად,ხელფეხი შეეკრბოდა და ღია დახმარებას ვერ გაუწევდა აფხაზ სეპარატისტებს.
2:რახან ამერიკელებთან ვძმაკაცობთ,მაშინ ბოლომდე ვიძმაკაცოთ...რომ მიდიან მაღალჩინოსნები რაღაც შეხვედრებზე,შეხვდნენ რა დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს...პირველად არ გესმით ალბათ სიტყვები ''კოსმოსური დაზვერვა'' და რამე...''არსენალის'' ერთ-ერთ ნომერში იყო სტატია,და სესაბამისი სურათებიც,თუ როგორ გამოიყურება იგივე სპორტის სასახლე კოსკოსიდან.დავადგენდი ზუსტ კოორდინატებს,თუ სად იმყოფება სეპარატისტების ''მნიშვნელოვანი'' ძალა...შემდეგ მოვახდენდი ინფორმაციის სრულ ანალიზს შესაბამის სამსახურებში(ინფორმაციული ომი გრძელდება ამასობაში).
3:მნიშვნელოვანია დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი ამ საქმეში.ინფორმაციამ თუ გაჟონა,ვსიო.
4:ყველაზე მტკივნეული საკითხი-ცისფერები ჩაფხუტებში,ანუ მირატვორცები.ტყვია ბრმაა,ვინ იცის...ვის მოხვდება,საიდან გავარდება.რუსეთი თავისი ჯარისკაცის დაღუპვას არ გვაპატიებს.რომ მოხერხდეს გაყვანა,ხომ კაი.მარა არამგონია ასე ადვილად დათმონ აფხაზეთი.მაშ რა გვრჩება:ბლიცკრიგი ხო?ანუ რა?როგორ?საიდან?რით?ამ კითხვებს რომ პასუხი გაეცეს,უნდა დაამთავრო ჯერ სამხედრო აკადემია,მერე კიდევ ათასი სასწავლებელი.
მოდით კიდევ შორს წავიდეთ ფანტაზიაში

მე მომწონს ეს მაგალითად

მაშ ასე...ჩვენს ხელთაა მონაცემები,თანამგზავრის სურათები,თუ სად იმყოფება ძალა.ამავე დროს უნდა ამოქმედდეს კარგად მომზადებული და კარგად შეიარაღებული დივერსიული ჯგუფები,რომლების გადასროლაც მოხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე,როგორც ხმელეთიდან,ასევე ზღვიდან.აქ ალბათ ''კატები'' ივარგებენ.რა ხდება მერე...მასიური საჰაერო დარტყმები იმ ობიექტებზე,რომლის კოორდინატებიც თანამგზავრული დაზვერვის შედეგად იქნა მოპოვებული.ამით ხდება მთლიანი პარალიზება სეპარატისტების ძალებისა.ამავე დროს ხდება საჰაერო და საზღვაო დესანტის გადასროლა მნიშვნელოვან ობიექტებზე:აეროდრომებზე,ბაზებზე,სასიცოცხლო ობიექტებზე.და ა.შ...
ალბათ ბევრი კინო მაქვს ნანახი არა?

ამ თემაზე მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიძლება მსჯელობა,რუკებზე გეგმების ხაზვა და ა.შ.