1. არავითარი უკან დახევა რუსეთის მხრიდან აღარ იქნება, ეს არის გამორიცხული.
2. რუსების კონტროლის ქვეშ იქნება მთლიანად სამაჩაბლო(ქართული სოფლების ჩათვლით) და მთლიანად აფხაზეთი.
3. ზუგდიდში იქნებიან რუსი სამშვიდობოები.
4. საქართველოს ეკონომიკას მოშნად დაერხევა. რაც კი მიღწევები გვქონდა ამ 4 წელიწადში, 3 დღეში გაიფანტა.
ინვესტიციების შემოსვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია უკვე. დედა ეტირათ უკვე ტურისტულ კომპანიებს. ბანკებმა სესხების გაცემა შეაჩერეს, დაერხათ სამშენებლო კომპანიებს და ა.შ.
5. ეკონომიკის ნგრევას მოყვება კიდევ უფრო მეტი ქართველის გასვლა სამშობლოდან საზღვარგარეთ, რადგან აქ პრაქტიკულად უკვე არავითარი პერსპექტივა არ არის.
6. ყველაზე საშინელი რაც მოხდა არის ის, რომ ქართველ კაცს ისევ დამარცხებული ერის კომპლექსი ექნება.
მაგრამ მიუხედავად ამისა მე მჯერა, რომ გავა ათეულობით წლები და ჩვენი შვილები კიდევ იტყვიან საკუთარ სიტყვას!!
ასევე მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მმართველი საქართველოსი. ომის დაწყება იყო ქართველი ხალხის დაკვეთა და მან ეს შეასრულა. მისი ბრალი არ არის, რომ ის დასავლეთმა გადააგდო!! მიშას ბრალი არ არის ის, რომ რუსებს 1,5 მილიონიანი არმია ჰყავს და ჩვენ 33 000. მიშას ბრალი არ არის ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ქართველებმა ერთმანეთი დაჭამეს, იმის ნაცვლად რომ ქვეყანაზე ეფიქრათ!! მიშას ბრალი არ არის ის, რომ ნაბიჭვარმა შევარდნაძემ ეს დაწყევლილი როკის გვირაბი გააყვანინა საბჭოთა კავშირს.
This post has been edited by Dato-Tolordava on 11 Aug 2008, 03:04
“And so, my fellow GEORGIANS: ask not what your country can do for you—ask what you can do for your country.”
Аджария и Самцхе-Джавахети – это путь армянского государства к Черному мору, выход к которому может решить главнейший вопрос блокады государственности и нации в целом.
Эдуард Абрамян