#10733576 · 11 Aug 2008, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვფიქრობ არაა მაინცდამაინც აუცილებელი ვინმემ რაკეტების სროლა დაუწყოს რუსეთს ჩვენს გამო, მისი დაჩოქება სულ მცირე ხნის განმავლობაშია შესაძლებელი ეკონომიკური ხასიათის ე.წ. "პრევენციული დარტყმებით" (ახვარი რუსების საყვარელი გამოთქმა).
შეგიძლიათ ჩაამატოთ/ჩაასწოროთ ეკონომისტებმა: - ნაწილობრივი ან სრული ემბარგო, - ენერგომატარებლების ექსპორტის შეზღუდვა, - გაზპრომების და მსგავსი მონსტრების საზღვარგარეთული ანგარიშების ბლოკირება, - რუსული ბანკების საერთაშორისო ლიცენზიების შეზღუდვა, - რუსეთის სტაბილიზაციის ფონდის (რომელიც აშშ ბანკებშია განთავსებული) კონფისკაცია და ა.შ.
ზემოაღნიშნულ აქციებზე შეუძლებელია იმავწუთიერი რეაგირება ჰქონდეს რუსებს ვთქვათ EU ქვეყნებისა თუ აშშ-ს მიმართ ომის გამოცხადებითა თუ ნედლეულის არმიწოდების მუქარით - ტყუილ/მართალის გარკვევის პროცესი შედარებით ხანგრძლივია. ამავე დროს ეს ყველაფერი სწრაფად აისახებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე სურსათისა თუ ნედლეულის მიწოდებაში დარღვევების გამო - შეიქმნება პანიკა 1998 წლის დეფოლტის მსგავსად და მათი ნავთობზე აშენებული "ძლიერი" ეკონომიკური ხუხულა წამში ჩამოიშლება თავისით - ქვეყნის ნგრევასთან ერთად.
ამ ყბადაღებული "შეშფოთებების გამოთქმის" შემდეგ დროა დასავლეთი რეალურ ქმედებებზე გადავიდეს - არ ვთხოვოთ საომარ ვითარებაში ჩარევა ცოცხალი თუ იარაღის ძალით, მაგრამ ვთხოვოთ გამოიყენონ ყველა მათ ხელში არსებული ეკონომიკური რესურსი რეალობის გრძნობადაკარგული გაცოფებული მანქურთების ბრბოს შესაკავებლად.
--------------------
დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური!
|