#10733361 · 11 Aug 2008, 14:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოჯახური მიზეზების გამო სალვატორე კიდევ რამდენიმე დღე ვერ შეძლებს მოდერაციას.
მე პოლიტიკის განყოფილებას ვეხმარები მოდერაციაში. ძალიან დაძაბული სიტუაციაა იქ გასაგები მიზეზების გამო.
თამაშების განყოფილება იმყოფება შეზღუდული მოდერაციის პირობებში, ამიტომ ყველას ვთხოვ გამოიჩინოთ მაქსიმალური თვითშეგნება და ნუ დაარღვევთ წესებს.
ვინაიდან აქაურობის უშუალო მონიტორინგის დრო და საშუალება არა მაქვს, ყველას ვთხოვ, პრობლემებისა და დარღვევების შესახებ შემატყობინოს PM-ში ან "შეატყობინე მოდერატორს" ფუნქციის მეშვეობით (ეგ მოდის მეილზე, რომელსაც რეგულარულად ვამოწმებ).
წესრიგის დარღვევის ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ჩემამდე მოაღწევს, დაისჯება განსაკუთრებული სიმკაცრით.
წინასწარ გიხდით მადლობას გაგებისა და მხარდაჭერისათვის.
P.S. გამარჯვება ჩვენი იქნება!!
--------------------
დაანებეთ ჩემს ცელს თავი!!! ™
|