ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა მივხვდი რომ ფსიქოლოგის დახმარება მჭირდება.
რადგან ძალიან უბედური ვარ.
ყოველთვის როცა ჩემი ასაკი მახსენდება გულზე რაღაც დიდი ლოდი დამაწვება და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ოღონდ წელი აღარ მომემატოს.
22 წლამდე ასე არ მოქმედებდა.
ახლა უკვე 23-ის გავხდი და ვსიო მგონია რომ ძალიან დიდი ვარ, რომ უკვე სიბერისკენ მივდივარ.
მეშინია რომ სილამაზეს დავკარგავ.
საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ მახინჯი არ ვარ და ასე თუ ისე მომწონს ჩემი გარეგნობა, ერთ დღესაც სარკეში რო ჩავიხედო და ჩემი თავი არ მომეწონოს ვერ გადავიტან.
სულ ამაზე ვფიქრობ დღეში 24 საათი და ბედნიერად ცხოვრებას ვერ ვახერხებ,
მინდა როგორმე გავექცე წლების მომატების პროცესს და თან ვხვდები რომ ვერ გავექცევი რადგან შეუძლებელია,
და არ ვიცი რა ვქნა, მოკლედ სასოწარკვეთილი ვარ.
მინდა დრო შეჩერდეს...
რამე დახმარება შეგიძლიათ?