#10796532 · 9 Sep 2008, 18:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგ გიჟკაცა, ეგა.
აფხაზეთზე რაც თქვა, ადრე დავაკოპირე. ოსებზეც იგივეს ამბობს(მაგან რომ არ თქვას, ისედაც ვიცით, მაგრამ, ეგ ხომ კრემლის რუპორია, ჰოდა, აღარ ფარავენ ჩანაფიქრს.) ,,რუსეთს არა აფხაზი და ოსი ხალხი, არამედ ტერიტორიები სჭირდება და აქ დასამალი არაფერია. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ოსებს აქ მოსამსახურეებად დავიყენებთ."
ეჰეი, არავინა ხართ ფორუმზე ოსი? მიიტანეთ ეს სიტყვები თქვენს ხალხთან; კოკოითის ნაძირლობას და მის ტუტუცურ ამბიციას ნუ ანაცვალებენ საკუთარ მომავალს.
განსხვავებით რუსებისგან, ქართველებს აზრადაც არ გვქონია ეგეთი სისულელე; რაც მოხდა, სწორედ კოკოითების უტვინობის ბრალია და მას მოჰკითხეთ. არადა, ხახა დაბჩენილი აქვს რუსეთს თქვენს ჩასაყლაპად და მოსანელებლად. მერე გვიანი იქნება, ძალიან გვიანი.
This post has been edited by nia-aneta on 9 Sep 2008, 18:33
--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
|