
მოდით განვიხილოთ სუიციდი
ფილოსოფიური და რელიგიური თვალსაზრისით
არის მთელი რიგი მოსაზრებები რომ ადამიანის სიცოცხლე მას არ ეკუთვნის და თავის მოკვლა არ შეიძლება იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ღმერთი არ აპატიებს ადამიანს მისი საკუთრებს ხელყოფას. მეორეს მხრივ იგივე ღმერთი ამბობს, რომ ადამიანის გადაწყვეტილება შეუვალია და მას აქვს ნებისმიერი ქმედების უფლება (მათ შორის თვითმკვლელობა არ არის გამონაკლისი)
ჩემი აზრით ეს რელიგიური დილემაა და მხოლოდ რელიგიური იმიტომ, რომ ფილოსოფიურად ამას სხვაგვარი ახსნა მოეძებნება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური სტრესია როცა ადამიანი თავს იკლავს იმის გამო რომ წარმოუდგენლად მიაჩნია იმ მიზნების მიღწევა რომელიც დაისახა ან უბრალოდ მიზნის გარეშე დარჩა.
მაგალითი: დედა რომელსაც გარდაეცვალა ერთადერთი შვილი. დავუშვათ ამ ადამიანს მეუღლეც არა ჰყავს ხოლო შვილი დაუცოლშვილებელი იყო სიკვდილის მომენტში. რა უნდა იყოს ამ ქალისათვის ნუგეშისმცემელი ?
არის ორი შემთხვევა: ერთი როცა ეს ქალი თვითმკვლელობის რამოდენიმე შემთხვევის შემდეგ უბრალოდ მიეჩვევა ახალ ცხოვრებას და იპოვის ახალ დანიშნულებას.
მეორე შემთხვევა: როცა მოვა ვინმე სასულიერო პირი ან სულაც მრევლი და აუხსნის რომ: "მისი შვილი შეიძლება ცოდვების გამო იტანჯება ჯოჯოხეთში და რომ საჭიროა მისი დახსნა ამ ცოდვებისაგან, თანაც დედის ლოცვაზე ძლიერი არაფერია და შენ უნდა ილოცო შვილისთვის" რა თქმა უნდა დედა ამას იჯერებს (იმიტომ რომ შვილისთვის ცხოვრობდა და შვილისთვის ცხოვრების გაგრძელებაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერია ამ ქვეყნად) .
ან მეორენაირად იმ შემთხვევაში თუ დედისათვის შვილი ანგელოზის ტოლფასი იყო ანუ პირველ შემთხვევაში იგულისხმებოდა რომ შვილის ცოდვები (ნარკომანია, ძარცვა, ქურდობა და მოძალადეობა) დედისთვის ცნობილი იყო: "რომ შენი შვილი სამოთხეშია და თუ გინდა ნახო ის აუცილებლად უნდა ილოცო და მოიპოვო სასუფეველი იმიტომ რომ შვილთან შეხვედრის ერთადერთი შანსია"
ესეც ასე, კიდევ ერთი უბედური ადამიანი გადარჩა რელიგიის თვალსაზრისით.
ჩემი აზრით კი ეს ადამიანები მწარედ ტყუვდებიან და მოდით და სცადეთ დამიმტკიცოთ საწინააღმდეგო.
ზემოთ აღნიშნული სიტუაციების 100-მდე შემთხვევა მაქვს შესწავლილი და ყველაში 99,9 % ერთი და იგივე ისტორიაა... მათ შორის ერთ-ერთი ისტორია ჩემს ახლობელს შეემთხვა და როცა მიხვდა რომ მწარედ მოტყუვდა უფრო საშინელ დღეში ჩავარდა და მთელი საახლობლო ვყარაულობდით საკუთარი თავისათვირ რომ არ დაეშავებინა რამე . . . .
მემგონი საპატიოა ადამიანის გადაწყვეტილება როცა ის უარს ამბობს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, თუნდაც იმიტომ რომ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა წარმოიდგინოს საკუთარი თავი ასეთი ადამიანის ადგილას და მიხვდება რა დონის მამაცობა სჭირდება ამის გაკეთებას . . . ხოლო მიუტევებელია ადამიანის ცარიელი დაპირებებით უფსკრულში გადაგდება როცა უბრალოდ შეიძლება გვერდში ამოვუდგეთ ერთმანეთს და სიყვარულით გავუთბოთ გულები ყოველგვარი სწავლებების მოძღვრებების და ვალდებულებების გარეშე.
დიდი მადლობა
ველი ობიექტურ შეფასებებსა და სრულიად გულახდილ პოსტებს თქვენგან ძვირფასო ფორუმელებო.