ამ კაცის თემა დაიდოს. Kanwulf (Rene Wagner). მისი ერთკაციანი პროექტი Nargaroth - უკრავს ძველებურ, "true" ბლექს.
მოკლე ბიოგრაფია: Nargaroth შეიქმნა 1989 წელს, ერთი კიცის - Rene Wagner-ის მიერ. 2 წლის არსებობის შემდეგ გამოვიდა პირველი დემო - Orke, რომელიც 150 ფირის ტირაჟით შემოიფარგლებოდა. მასში შევიდა 7 ინსტრუმენტალი, ვოკალი Kanwulf-მა არ ჩაწერა შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო.

კიდევ ორი წლის შემდეგ გამოვიდა მეორე დემო სახელად Herbstleyd, უკვე 200 ფირიანი ტირაჟით. 1995 წელს Kanwulf-ის ცხოვრებაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ტრაგედია - მისმა საუკეთესო მეგობარმა მოიკლა თავი. ამის შედეგად Nargaroth დაახლოებით ხუთი წლით დადუმდა. 98-ში, No Colour Records-ის თხოვნით, მოერედ გამოიცა Herbstleyd, ამჯერად СD ფორმატში. 1999-ში კი შედგა Nargaroth-ის სრულფასოვანი დაბრუნება, მისი ახალი ნამუშევარის, Amarok-ის სახით. მასში შევიდა მხოლოდ ძველი და აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები, ასევე Burzum-ის Black Spell Of Destruction-ის მეტად საინტერესო ქავერი. 2000-ში Nargaroth დაუბრუნდა დემო ფორმატს და გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Fuck Off Nowadays Black Metal, რომელშიც გამოხატულია მისი დამოკიდებულება თანამედროვე ბლექის მიმართ. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამოდის Black Metal Ist Krieg (A Dedication Monument), ჩემი აზრით მისი საუკეთესო ნამუშევარი.
BLACK METAL IST KRIEG1. Intro
2. Black Metal Ist Krieg 05:01
3. Far Beyond the Stars (Azhubham Haani cover)
4. Seven Tears Are Flowing to the River
5. I Burn for You (Lord Foul cover)
6. The Day Burzum Killed Mayhem
7. Pisen Pro Satana (Root cover)
8. Amarok - Zorn des Lammes Part III
9. Erik, May You Rape the Angels
10. The Gates of Eternity (Moonblood cover)
11. Possessed by Black Fucking Metal
საუკეთესო სიმღერა ალბომზე, ჩემი აზრით - Seven Tears Are Flowing to the River, რომელიც სხვა ყველაფრის გარდა გამოირჩევა მშვენიერი ტექსტითაც.
მოკლედ, მოუსმინეთ. Pure fucking black metal.
http://up.aqache.com/?act=download&fid=A5HiCe25 This post has been edited by Icewinds on 18 Nov 2006, 20:09
მიმაგრებული სურათი