Ray Dennis Steckler ჯერის და Gene Pollock ღამის კლუბის მენეჯერის როლში. აღსანიშნავია რომ Ray Dennis Stecklerი ამავდროულად არის ფილმის რეჟისორიც, რაც უფრო საინტერესოს ხდის მის როლს. შინაარისის ოდნავი აღწერაც კი შეიძლება სპოილდ ჩაითვალოს, ამიტომ თავს შევიკავებ.
პერსონაჟების დამახასიათებელი და გამაერთიანებელი ნიშნებია მელანქოლიური თვალები, რაც ამ ჟანრისთვის და საერთოდ კრიტიკისთვის ყოვლად მიუღებელი მომენტია, და ბავშვი რომელიც არ ჩანს. თუმცა შემდგომში როდესაც ფილმი პოპულარული გახდა, რეიმ აღნიშნა რომ პარალელურად ფილმს სდევს ქვეაზრი, რომელიც ასახავს იმდროინდელ სიტუაციას ამერიკის კინემატოგრაფიაში.
,,როცა სცენარი ჰოლივუდის შიშკებთან მივიტანე..’’ გვიამბობს რეი, ,,მათ შორის ყველაზე პერსპექტიულ George Cukorთან, მან ამაზრზენად შემომხედა ჯერ მე, შემდეგ სცენარის ყდას, სიგარას ღრმა ნაფაზი ამოარტყდა და გამშრალი ტუჩებიდან გამოსული კვამლის სქელი რგოლი სახეზე პლავნად გადამატარა, შემდეგ სწრაფადვე მოაყოლა მეორე შედარებით პატარა, მკვრივი რგოლი და მივხვდი რომ ეს იყო კანტროლკა..’’
და მაინც, დავდაუღალავი შრომის შედეგად მან მაინც მიაღწია თავისას და გადაიღო პირველი წარმატებული ფილმი რომელმაც მოუტანა 30.000 უსდ, (იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა)+1964წელს აიღო Norman Batesის სახელობის პრემია.
Photos from The Incredibly Strange Creatures Who Stopped Living and Became Mixed-Up Zombies!!? This post has been edited by Jgenti` on 4 Sep 2008, 16:43
მიმაგრებული სურათი