Armor ეგა ტქვი, ისეთებს ვკითხულობ გული გამისკდეს მგონია, ლტოლვილები საშინელ მდგეომარეობაში არიან; ხლხს სახლები დაუნგრიეს, მიწიდან აყარეს, დახოცეს, არც გააფრტხილეს თურმე რა ხდებოდა, უფროსები პირველები გამორბოდნენ და მოსახლეობა ასე შეატოვეს იქ, ხალხი აზრზე არ იყო რა ხდებოდა...ამდენი ხალხი ლტოვლიად აქციეს და ეხლა სადაც არიან იქიდანაც ერეკება პოლიცია ცემა-ტყეპიტ! ორსულები და 1 კვირის ბავშვებიანი ქალებიც ცემა-ტყეპიტ გამოუყრიათ, იმ დღეს წავიკიტხე(მოვზებნი მე იმ სტატიებს) მე ამ მთავრობის დედა ******* ვინც ქარტველი ამ ყოფაში ჩააგდო! ეხლა მილიარდებს მატხოვრობენ, ვიტომ ქვეყანა უნდა ააშენონ , ააშენებენ მერე დაანრევენ, გიჯი ქალაქს მიდიოდა რა მიქონდა რა მოქონდაო, ეს ფულიც ამათ ჯიბეში ჩავა ისევ, ალბატ, ვინც ეხლა ამათ გამოესარჩლოს მე იმის მკვდარი და ცოცხალი &&&&&&&
ზოგს დახმარება საერთოდ თვალით არ უნახავს! მოწყობილი რომ აქვტ კიდევ კარვები ტრასაზე ჩამოსული სტუმრებისტვის და თავს იწონებენ, ამ დროს ორსულებს საღორიდანაც ერეკებიან ეს არაკაცები.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3635 გორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჰუმანიტარული დახმარების გარეშე რჩება. რამდენიმე უბანში მეგობარი ქვეყნების ნაჩუქარი პროდუქტი ბევრს თვალითაც არ უნახავს. იმას, რომ ბლოკირებულ ქალაქში ზოგი დახმარებას სამჯერ იღებდა, ზოგიც კი - არცერთხელ, ადგილობრივ ხელისუფლება მოსახლეობას აბრალებს. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, საკვებით უკმაყოფილო მოსახლეობას იმით აშინებდა, რომ რუსების გასვლის შემდეგ ”გასწავლით ჭკუასო”...
”დაბომბვები რომ დაიწყო, ჩვენი მიმხედავი არავინ იყო. ვინც წასვლა შესძლო ქალაქიდან გაიქცა, ვისაც არ შეგვეძლო დავრჩით ქალაქში. მით უმეტეს, არც არავინ გვეუბნებოდა დარჩით ან წადითო. თუ მართლა წასასვლელები ვიყავით ქალაქიდან, ეს ვინმეს ხომ უნდა ეთქვა. პირიქით, პირველი თვითონ გაიქცნენ ქალაქიდან და მოსახლეობა ისე დატოვეს” - აცხადებენ გორელები.
მართლაც, ჩვენ რამდენჯერმე უმაყოფილო გორელ მოსახლეს გადავაწყდით, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აუგად იხსენიებს. სტალინის 4-6 ნომერში მაცხოვრებლები მაღაზია ”სამების” მეპატრონის მზეს ფიცულობენ, რადგან მაღაზიის მეპატრონემ მოსახლეობა არ მიატოვა და რუსის ჯარის ყოფნის დროს მაღაზია არც დაუკეტია.
”ჯერ ერთი მოსალოდნელი ომის პირობებში მოსახლეობას ის მაინც უნდა სცოდნოდა თავშესაფრისთვის სად მიეგნო. მე მაგალითად ვიცი, რომ წლების წინ კომუნისტების დროს სამოქალაქო თავდაცვის ე.წ. მიწისქვეშა თავშესაფარი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ არ ვიცი დღესაც არსებობს თუ არა. ელემენტარულად, ხელისუფლების წარმომადგენლებს იმაზე მაინც უნდა ეზრუნათ, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებში მოეთავსებინა” - აცხადებს 60 წლის გრიშა აწკარუნაშვილი, რომელსაც გორი არ მიუტოვებია და არც ნანობს რომ ეს გააკეთა.
სტალინის 4-ნომერში მცხოვრები შუახნის მამაკაცი იხსენებს, რომ რუს ჯარისკაცებთან ტკბილი საუბარით პანიკაც დაიცხრო და შიშიც.
- ”11 თუ 12 აგვისტოს სოფელში ვიყავი. ატყდა პანიკა, არიქა რუსები შემოვიდნენ გორში, ყველაფერს წვავენ, ძარცვავენ, კლავენ და ასე შემდეგ. ჩემი სოფელი ხიდისთავი გორთან ახლოსაა და წამოვედი მაინც გორში. იმ დროისთვის ქალაქში სიმშვიდე იყო. ჩავრთე ტელევიზორი, თუმცა იქ ისეთი საინტერესო არაფერი უთქვიათ. რამდენიმე ხანში გადმოვიხედე ფანჯრიდან და ტანკები დავინახე. ჩემი კორპუსის დაბლა ხიდთან გაჩერდნენ და იქ დადგნენ.” - ამბობს შალვა გ-შვილი.
რუსული ტანკების დანახვაზე შუა ხნის მამაკაცს ნერვიულობისგან წნევამ აუწია. სახლში მარტო იყო, რადგან მთელი ოჯახეულობა სოფელში ჰყავდა გახიზნული. ის ღამე ბატონმა შალვამ ნერვიულობაში გაატარა, თუმცა იცოდა რა რომ ცოტა ღვინის დალევა წნევას დაბლა წევდა, რამდენიმე ჭიქა დალია და დილამდე ასე გაატარა.
მეორე დილით მიხვდა, რომ ეს ტანკები ნამდვილად რუსები იყვნენ. ქალაქში ისეთი საშიში არაფერი შეამჩნია. რუსები თავის ადგილზე იყვნენ და კანტიკუნტად მომავალ მანქანებს ამოწმებდნენ.
”ცოტა რომ მომშივდა დაბლა ჩამოვედი და ჩემს ბედად მაღაზია ღია დამხვდა. ვენაცვალე მაგ მაღაზიის პატრონს, გაჭირვების ჟამსაც რომ არ მივუტოვებივართ გორელები. ცოტაოდენი პური ჰქონდა დარჩენილი და იმას გვაძლევდა. ამ დროს მაღაზიაში რუსის ჯარისკაცები შემოვიდნენ რაღაცის საყიდლად. თანხას იხდიდნენ, იმიტომ რომ ჰქონდათ. მაღაზიის გამყიდველს უთხრა, რუსული ფული გვაქვს და ვალუტის კურსის მიხედვით, მოგვყიდე საჭმელები და სიგარეტიო. მართლაც მაგალითად 5 ლარის საქონელში 100 მანეთი გადაიხადეს და ა.შ. იმის მერეც ჩვეულებრივ შემოდიოდნენ მაღაზიაში და რაც უნდოდათ, იმას ყიდულობდნენ” - ამბობს ბატონი შალვა.
ბატონი შალვა სხვათა შორის ერთ რუსის ჯარისკაცს გამოელაპარაკა, რომელიც გორში დაბადებული აღმოჩნდა. ამ ჯარისკაცმა მოუყვა მას თავისი ოჯახის ისტორია. დედამისი გორის ბამბეულის კომბინატში მუშაობდა და თვითონაც კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდნენ, თვითონ კი გორის მე-6 რუსულ სკოლაში სწავლობდა. გაუხსენებია საკუთარი მასწავლებლები. რადგანაც ბატონი შალვა ერთ დროს სკოლის დირექტორი იყო და რაიონის მასშტაბით პედაგოგებს იცნობდა, რამდენიმე პედაგოგი გაიხსენეს და მოკითხვაც კი დაუბარებია იმ ჯარისკაცს თავის მასწავლებლისთვის.
სამეფო (ყოფილი ლენინის) ქუჩის მაცხოვრებლები იხსენებდნენ, რომ რუსის ჯარისკაცები ქალაქში ყველა მნიშვნელოვან პუნქტს ათვალიერებდნენ.
- ”ერთ დილას მე და ჩემი მეზობლები გამოვედით სახლიდათ, რადგან დახმარების ასაღებად წავედით. როგორც კი თამარ მეფის ქუჩაზე შემოვუხვიეთ, შუა ქუჩაზე 4 რუსის ჯარისკაცი მოდიოდა ავტომატებით. მათ დანახვაზე ყველანი უცბად შევცბით და დავიბენით რა გვექნა. მოგვიახლოვდა 4-ივე ჯარისკაცი და ერთი-მეორის მიყოლებით გვითხრას ”ზდრასტვუიტე”... ჩვენც რასაკვირველია დაძაბულობა მოგვეხსნა და მივესალმეთ. ისინი მე-6 სკოლაში შევიდნენ და გაჩხრიკეს იქაურობა” - ამბობს სამეფო ქუჩის მაცხოვრებელი მარიკა ტ-ძე.
ჩვენ მესამეჯერ დაბომბილ ქალაქში მაშინ შევიდედით, როდესაც მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. მედვედევის განცხადებას მხოლოდ საჰაერო იერიშების შეწყვეტა მოჰყვა. გორელებმა ამოისუნთქეს და მზის სინათლეზე გამოვიდნენ.
მედვედევის განცხადებიდან ერთ საათში გორის სატანკო ბატალიონში შევედით. კარებთან აფეთქებული ორი მსუბუქი ავტომანქანა და დაზიანებული ორი ტანკი ვნახეთ. შიგნით ტერიტორიაზე მთლიანად გადათხრილი და გადამწვარი დაგვხვდა. უშველებელი ორმოები იმის მაუწყებელი იყო, რომ დიდი ზომის ჭურვებს ცოცხალი ვერავინ გადაურჩებოდა. ცეცხლისგან გატრუსული ხეები შუაზე გადატეხილიყო.
ადგილზე მოდარაჯე ერთი ჯარისკაცი დაგვხვდა, რომელმაც გვითხრა, რომ მარტო ყაზარმიდან 28 დაღუპული ჯარისკაცი გამოვასვენეთო. დანარჩენი თუ რამდენი დაშავდა გარეთ, სასადილოში, ბატალიონის ადმინისტრაციულ შენობაში ასე შემდეგ, მაგდენი აღარ დამითვლიაო. მეორე დილით გორში რუსული ტანკები შემოვიდნენ და სატანკო ბატალიონი დაიკავეს კიდეც.
ჩვენ იმ საბრძოლო მასალების გადაღებაც მოვასწარით, რომელიც აფეთქებას გადაურჩა. მას შემდეგ კი როდესაც იქ რუსული ტანკები შევიდნენ, იქ ყველაფერი ააფეთქეს და გაანადგურეს.
P.S. გორის ადმინისტრაციის შენობის წინ ნაცნობს ვესაუბრებოდი, როდესაც ჩემს წინ ჯიპი გაჩერდა. საჭესთან გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი იჯდა, დანარჩენები უცნობები იყვნენ. გუბერნატორის მოადგილე მიწყრებოდა, საიდან იცი ჰუმანიტარული დახმარებები ქაოსურად რომ რიგდებაო. ამ საუბარში უკანანა სალონში მჯდარი უცხო პიროვნება ჩაერია და ყვირილი დაიწყო:
- ბიჭო თუ ვაჟკაცი ხარ, გვერდზე დაგვიდექი და შენ დაარიგე ჰუმანიტარული ტვირთიო. უცნობს მივუგე, რომ ჩვენ საუბარში უხეშად ერეოდა. ამას ლანძღვა მოჰყვა - არ გადმომიყვანო თორემ თავ-პირს გაგიერთიანებო! ის ვინც ჟურნალისტის თავ-პირის გაერთიანებას ცდილობდა, არ დამალა თავისი ვინაობა - მე გიზო ვარ მჭედლიძეო.
* * *
http://presa.ge/index.php?text=news&i=3634 რომ შეცდომა დაუშვეს, როცა მოსახლეობა ადრევე არ გახიზნეს ხეობებიდან და კონფლიქტის ზონიდან ”ჩვენი ხალხი ამ მასშტაბის ომს ალბათ სიზმარშიც ვერ ნახავდა... რუსის სარდლობამ ქართველ ხალხს დიდი სანახაობა აჩვენა. ჩემს თვალწინ ქალები და ბავშვები აფეთქებებისგან შუაზე იგლიჯებოდნენ. უბრალოდ ხალხი ისე იყო დაბნეული, რომ ელემენტარული ნორმა - აფეთქების დროს მიწაზე დაწოლა რომ განეხორციელებინათ, ბევრი გადარჩებოდა. მე მაგალითად სამჯერ ვარ გადარჩენილი დაღუპვას, რადგან აფეთქებების დროს მიწაზე ვწვებოდი. ეს არ იცოდა მშვიდობიანმა მოსახლეობამ. მე ეს წუთები არ დამავიწყდება, რაც ვნახე” - ამბობს ერედვში ნაბრძოლი ჯარისკაცი.