5 ოქტომბერს,დილის 4-ის ნახევარზე საქართველოს 17 წლამდე ასაკის ნაკრები რაგბში, მიემგზავრება რუმინეთში,ქალაქ ბულგარეთში, ევროპის შესარჩევ ეტაპზე, სადაც იასპარეზებს 4 ნაკრები : საქართველო,რუმინეთი, პორტუგალია და ბელგია. ამასთან დაკავშირებით gefacts.com-ი ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანს,საბა შუბითიძეს გაესაუბრა.
- საბა,რას გვეტყვით თქვენს ნაკრებზე?
- მომზადებულები ვართ ძალიან კარგად,როგორც ფიზიკურად,ასევე ფსიქოლოგიურად.გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი სასტუმრო “სიმპატიაში” და ვვარჯიშობთ ლოკომოტივის ბაზაზე. მწვრთნელებისგან მივიღეთ კონკრეტული დავალება და ჩავატარეთ ორი საკონტროლო მატჩი “ლოკომოტივთან” და “ივერიასთან.”
- როგორი განწყობაა გუნდში?
- განწყობა, რა თქმა უნდა, საბრძოლოა. ვართ შემართებით. ყველანაირად ვეცდებით , ეს ტურნირი მოვიგოთ და 8 ერში შევიდეთ
- რამდენად მნიშვნელოვანია 8 ერში შესვლა?
- ამ საფეხურზე ასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის დიდი გამოცდილება და საქართველოს რაგბის განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი,რადგან გამარჯვებით “აიწევა” ქართველ მორაგბეთა კლასი.
- რამდენ კაციანი შემადგენლობით მიემგზავრებით?
- მივემგზავრებით გაძლიერებული ნაკრებით.ვინც ვიყავით ზაფხულში “შავი ზღვის თასზე”, მაგრამ ,სამწუხაროდ ტრამვის გამო გამოგვაკლნენ 9 და 10 ნომრები.
- როდის გაიმართება პირველი თამაში?
- პირველი თამაში იქნება 29 ოქტომბერს,მანამდე გვაქვს 4 დღე,რათა შევეგუოთ გარემოს.
- gefacts.com გისურვებთ წარმატებას !
წყარო :
http://gefacts.com This post has been edited by BeQeX on 24 Oct 2011, 21:22
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ