როკის გვირაბი - მთავარი არტერიაროკის გვირაბი ერთადერთი არალეგალურად მოქმედი სახმელეთო - სატრანსპორტო დამაკავშირებელი ადგილია საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც დროებით ვერ კონტროლდება ქართველთა მიერ. ასევე ყველასათვის ნათელია რომ სწორედ როკის გვირაბია ერთადერთი სასიცოცხლო არტერია სამაჩაბლოს რეგიონში მოქმედ ოს სეპარატისტთათვის, საიდანაც მათთვის რეგულარულად მიედინება, იარაღი, საკვები პროდუქტები და სხვა ყველა ის მნიშვნელოვანი საშუალება რომლითაც შეიძლება არსებობდეს სეპარატიზმი.

გვირაბი საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო (მშენებლობა დასრულდა 1985 წელს). მისი სიგრძე 3 660 მეტრია და ზღვის დონიდან დაახ. 3000 მეტრზე მდებარეობს. მინდა ყველამ ამას ყუდადღებით დავაკვრდეთ! 3000 მეტრი პატარა სიმაღლე არ გახლავთ. ასევე ვინც ასე თუ ისე იცნობს ქვემო როკადან, ზემო როკამდე ხეობას, ყველასათვის ნათელი შეიქმნება რომ ეს ადგილები თითქმის ალპიურ ზონადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, განსაკუთრებით კი ზემო როკის მიდამო სადაც ჩვენს მიერ აღნიშნული გვირაბი მდებარეობს.
აქ თოვლი ადრეული შემოდგომიდან მოდის... გზის ჩაკეტვა ყოველ სეზონზე ხდება, რითაც სეპარატიზმი ერთგვარ რამდენიმე თვიან კრიზის განიცდის ხოლმე, თუმცა აღსაღნიშნავია ის ფაქტი რომ ენერგობერკეტები სეპარატიზმის წინააღმდეგ ამჯერად მხოლოდ ჩვენს ხელშია, თუმცა რუსები ცდილობენ ამის ჩამორთმევასაც და აპირებენ სეპარატიზმის ენერგორესურსებით გამოკვებას. როკის ხეობა ისევ და ისევ ერთადერთი გზა არის და იქნება ნებისმიერი ანტიქართული საქმის გასაკეთებლად.
ახლა მოდით გადავიდეთ საქმეზე.
როკის გვირაბი როგორც ზემოთ ავღნიშნე ყოველ წელს, რამდენიმე თვით იკეტება, ან იმდენად პასიურად მუშაობს რომ მას რაიმე სერიოზული ტვირთის ან სამხედრო ნაწილების ჩვენს ტერიტორიაზე შემოყვანა არ შეუძლია. ამის გამო იყო რომ რუსებმა საქართველოს წინააღმდეგ შეტევა სწორედ აგვისტოს თვეში დაიწყეს, როდესაც როკის ხეობაში მხოლოდ სიგრილე სუფევს და თოვლს არავინ ელოდება. მიუხედავად ამისა როკის ხეობით მძიმე ტექნიკისა და დიდი კოლონების შემოყვანა მტრისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც ხეობა ვიწრო ზოლს წარმოადგენს და შენაერთებს გაშლა არ შეუძლიათ. მოწინააღმდეგის თუნდაც რამდენიმე სერიოზული საჰაერო თავდასხმა და შემოსული კოლონა აღარ იარსებებს. თუმცა 2008 წლის რუსული ინტერვენციის მანქნამ გარისკა და დიდი კოლონა შემიყვანა საქართველოს ოკუპაციისათვის. სწორედ ასეთმა დიდმა კოლონამ ნახა ყველაზე დიდი დანაკარგები. გამოვიდა ისე რომ სახმელეთი - სამხედრო ბრძოლაში, ვიწრო ბილიკები და ხეობები რომელიც კეხვის ხიდამდე გძელდება, სულაც არ უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას არამედ პირიქით, ეს უდიდესი ხელსაყრელი პირობაა საქართველოსათვის რომელიც არასრული მასშტაბით, მაგრამ მაინც გამოყენებული იქნა.
ახლა შემოდგომაა. როკის ხეობაში, განსაკუთრებით კი ავად სახსენებელ როკის გვირაბთან, ზემო როკაში, მალე მოთოვს და საგრძნობლად აცივდება. რუსები თავისთავად ჩქარობენ, იციან თუ სეპარატიზმი ზამთარს უვნებლად გადაურჩა მათი პოზიციები კიდევ მყარად, დიდი ხნის მანძილზე შეიძლება იქნას გარანტირებული. მათ უნდათ ე.წ. "სამხერთ ოსეთის" ე.წ. "მთავრობასთან" გააფორმონ ხელშეკრულება სამხედრო ბაზატა განთავსების შესახებ, რომლითაც ისინი გარკვეულ წილად უზრუნველყოფენ თავიანთი შენაერთების მიერ, ცხინვალის და სხვა პუნქტების, მუდმივ დისლოკაციის ადგილად გამოყენებას (მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ სრული მასშტაბით, რადგან დრო ფიზიკურად ვეღარ ეყოფათ, მალე მოთოვს), ან აქვთ მეორე არანაკლებ საშიში გეგმა, რომლის თანახმადაც ქართული სამაჩაბლო, უნდა იქცეს რუსეთის იურიზდიქციის ქვეშ სახელად "სამხრეთ ოსეთი"...
ერთი სიტყვით, თამამად რომ ვთქვათ დრო სულაც არ მოქმედებს ჩვენს სასიკეთოდ. რაც რუსეთს უდევს გულში, უბრალოდ რომ ვთქვათ ქართველთათვის დამღუპველი იქნება. რაც მთავარია ყოველი ახალი დღე გვაშორებს არა ცხინვალს და ჯავას, როკის გვირაბსა და კვაისას, არამედ თვით ძველ პოზიციებსაც კი, რომელიც ათვისებულ იქნა მეტად რუსთა ვიდრე ოსურ ბანდფორმიმრებათა მიერ!.. ახალგორის რაინი ლამის სანგრების ველადაა ქცეული, თამარაშენი, ქურთა, კეხვი, ტყვიავი, ზნაური და სხვა ქართული სოფლები, არათუ ჩაკეტილ და მიუვალ ზონას წარმოადგენს არამედ უარესი, მთლიანად მიწასთანაა გასწორებული და მტრის სამხედრო შეუვალ პოზიციებად იქცა. რუსეთი კი როგორც ავღნიშნე ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და ზამთარი "გადაატანინოს" სეპარატიზმს...
მინდა შეგახსენოთ 1992 წელს, როდესაც ქართული პოლიცია და ჯარი აფხაზეთში კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად შევიდა, მაშინ ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია განეიტრალებულ იქნა ჩვენს მიერ, სეპარატიზმი კი ალყაში იქნა მომწყვდეული. ამას მიხვდნენ სეპარატისტები ჯერ კიდევ ამა წლის სექტემბერში და პირდაპირ განაცხადეს, თუ ჩვენ ზამთარი გადავიტანეთ მერე ვეღარავინ მოგვერევა, თუ ვერა და ყველაფერს დავკარგავთო. რუსები ამას რა თქმა უნდა მიხვდნენ და შემოდგომის შუა რიცხვებშივე ქართველთადან მთლიანად იქნა გაწმენდილი გაგრის რაიონი, რითიც ამოისუნთქეს სეპარატისტემბა და მოგვიანებით განხორციელებული სცენარი ყველასათვის ნათელია...
რას ნიშნავს ეს?! ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ზამთრის გადატანით, გაზაფხულზე უკვე დასრულდება ნებისმიერი სახის რუსული შენაერთის შემოყვანა საქართველოში, შესაბამისი პირობების შექმნა ჩვენი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში - სამაჩაბლოში, ძალიან დიდი ნაწილი სეპარატიზმისა ენერგორესურსით მომარაგებულ იქნება რუსთა მიერ და არც ის არის გამორიცხული რომ საერთოდაც მიერთებულ იქნას სამაჩაბლო "იმპერიის" მიწას...
თუ თვით შიგნიდან არ მოირღვა რუსეთი (როგორც ახალი სეპარატიზმის კერის გამოვლენაზეა საუბარი ისე ეკონომიკურ კრიზისზე რომლის ქარცეცლი უახლოვდება მას) და არ აფეთქდნენ რესპუბლიკები, რისი გარკეული ფონი უკვე ჩანს, მაშინ ეს გეგმა რუსთა მიერ განხორციელებადია, მაგრამ თუ შიდა კრიზისმა რომელმაც სავარაუდოდ ისევ და ისევ სიცივის დადგომასთან ერთად უნდა იჩინოს თავი (აღსაღნიშნავია რომ კავკასიაში რუსების მიერ წარმოებულ ომთა უმრავლესობა სწორედ ზამთრის პერიოდში იქნა, რადგანაც ამ პერიოდში კავკასიური სეპარატიზმი უმაღლეს მაჩვენებელს აღწევდა) მაშინ მათი გეგმები ცოტა შეიცვლება.
მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე უარესისათვის მზად!
როკის გვირაბის ჩაკეტვასთან ერთად უნდა ვიფიქროთ მის სამუდამო გაუნებელყოფაზე - აფეთქებასა თუ დანგრევაზე. ამისათვის არსებობს არაერთი საშუალება, როგორც დივერსიული ჯგუფებისა ისე ე.წ. "პარტიზანებისა", რომლებიც მისიის შესასრულებლად ქართულ - რუსულ კონფლიქტებში ყოველთვის მზად იყვნენ, თუმცა მათი გამოყენება უშუალოდ როკის გვირაბის წინააღმდეგ არ ყოფილა (მიუხედავად რომ რამდენჯერმე დაინაღმა როკის გვირაბი, წინა პრეზიდენტის მიერ ისინი უკან იქნენ გამოგზავნილები, როკის გვირაბი კი ცინცხლად შენარჩუნებული). მთავარი სასიცოცხლო არტერიის არსებობა ნიშნავს სეპარატიზმის არსებობის გახანგძლივებას. ახლა საჭიროა ყველანაირი საშუალებებით სეპარატიზმის გაუნებელყოფება.. მხოლოდ დიპომატიური გზებთ სამწუხაროდ მკველებს ვერ ესაუბრები, ეს ისეთი აბსურდია როგორც ახლა ადამიანი რომ საკუთარი "ფრთებით" - ხელებით - ვერ გაფრინდება! ამის გამო შემოდგომა-ზამთარი, არის უნიკალური საშუელება მოწინააღმდეგის, რომელიც ხვალ შეიძლება ისევ გააქტიურდეს, გაუნებელყოფებისათვის. თუმცა როკის გვირაბი როდესაც ჩაკეტილია სულაც არ არის სავალდებულო პირველი მასზე განახორციელო შეტევა, რადგან იმ წუთას იქიდან ვერც ვერავინ შემოვა, თუმცა საბოლოო მიზანი რომ სწორედ როკის უღელტეხილის დაკავებაა ვგონებ ბევრი არ არის სალაპარაკო.
დრო ცოტაა, სეპარატიმი კი ძლიერი... როკის გვირაბი ძლიერია მაგრამ არა დაუნგრეველი!
This post has been edited by Front National on 5 Sep 2008, 20:32
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.