მორწმუნე ადამიანები, და ქართული საზოგადოება დიალოგის კულტურით ვერ გამოირჩევა განსხვავებული აზრის მიმართ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. და ყველას არ ვგულისხმობ.
მორწმუნეთა უმეტესობა, მხოლოდ ერთი მიმართულებით - "ეკლესიურობით აზროვნებს". ანუ, თუ ვინმე ადამიანს სურდო აქვს მორწმუნე ურჩევს რომ ილოცოს ან მღვდელთან მივიდეს, და თუ ავადმყოფი შეეწინააღმდეგა და უპასუხა რომ ექიმთან უნდა წავიდეს მორწმუნე მასთან დიალოგს არ გამართავს, პირდაპირ ქადაგებაზე გადავა, ან ეტყვის რომ ეს ცოდვების ბრალია და მხოლოდ ეკლესიური გზით ეცდება სურდო მოურჩინოს. მორწმუნის აზროვნებაში მხოლოდ ეკლესიაა ყველაფრის მკურნალი, თუმცა, აზრზე არაა როგორ, მან რჩევა იმიტომ მისცა ავადმყოფს, რომ წაიკითხა თუ როგორ განკურნა "მამა გიორგიმ" მირონით ავადმყოფი... წაკითხვისას ეს დაიმახსოვრა და ამით აღტაცებულია, თუმცა გულის სიღრმეში ამისი არც სჯერა...
თუ მორწმუნის და ავადმყოფის საუბარში მესამე პირი ჩაერთო, და მან თქვა რომ ავადმყოფს წამალი უშველის, მორწმუნე მას ურწმუნოდ მონათლავს, და ბრალს დასდებს არაეკლესიურობაში... მორწმუნე არ მოუსმენს მის აზრს, თუ როგორ შეიძლება განკურნოს ავადმყოფი წამალმაც....
ამას არ ვიგონებ, ჩემი თვალით მინახავს მსგავსი ფაქტები.
თუ მორწმუნე განსხვავებული ორიენტაციის ადამიანს გაიცნობს, მორწმუნე მასთანაც "ღმერთად" გადაიქცევა, მორწმუნე (ან არამორწმუნე ქართველი ადამიანი) მას არ გამოკითხავს მიზეზს, თუ რატომ შეეცვალა მას ორიენტაცია, ის პირდაპირ ეტყვის რომ თუ არ შეინანებს, ან გააგრძელებს ასეთ ცხოვრებას ის ჯოჯოხეთში მოხვდება აუცილებლად! მორწმუნე (ქართველი ადამიანი) მას არ გაუმართავს დიალოგს, ან შეურაცხყოფას მიაყენებს, ან მხოლოდ ეკლესიაში/მონასტერში ურჩევს სასწრაფოდ წასვლას! მორწმუნესთვის უცხოა ფსიქოლოგი... მისთვის მხოლოდ "მამა გიორგი" არის განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მკურნალი. ხოლო, მკაცრი (ანუ კარგი მამაო) "მამა გიორგი" არც ლესბოს და არც ჰომოსექსუალისტს ბოლომდე არ მოუსმენს, არ არის გამორიცხული (და ხდება კიდეც) "მამა გიორგიმ" დიალოგის ნაცვლად ეგრევე სასჯელები დაადოს ისეთი, როგორიცაა 5 წლიანი უზიარებლობა, დღეში 1 000 მეტანია, ეკლესიის კარებთან დგომა... ბოლოს აღმოჩნდება რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი მძიმე ტრამვის, ან შოკის შედეგად გახდა ჰომოსექსუალი/ლესბიანკა...
არც ეს არის ჩემი მოგონილი, ასეთი შემთხვევები ბევრი თუ არა, მომხდარა
მორწმუნესთან ვერასოდეს ისაუბრებ სექსზე, მისთვის სექსი ყოველთვის გარყვნილებაა! "ამერიკულ და ევროპულ" სატელევიზიო არხებს დააბრალებს ამ ყველაფერს. მორწმუნესთვის გარყვნილებაა ცოლ-ქმარს შორის სექსუალური მრავალფეროვნება, და თუ ამ საკითხზე დიალოგის გამართვას შეეცდები ის მოგიყვანს ჩვენს წელთაღრიცხვამდე თუ არა პირველსაუკუნეების დროს დაწერილ წმ. მამის კანონს ვარაუდის დონეზე არგუმენტად, თუმცა ამ კანონის არც მნიშვნელობა იცის ნორმალურად, და არც ის, მიიღო თუ არა კანონი ეკლესიამ!
This post has been edited by მამა-ჯეMალი on 3 Sep 2008, 22:45