ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელების გადინება იტალიიდან ინგლისში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ასეთი მაგალითი: თუნდაც ლაციოს პრიმავერადან 15 წლის ფედერიკო მაკედის გადასვლა მანჩესტერ იუნაიტედში. ბიანკოჩელესტეს პერსპექტიული თავდამსხმელი, რომელსაც თამაშის სტილით დიმიტარ ბერბატოვს ადარებენ. დელიო როსი უკვე მის ძირითად გუნდში ეტაპობრივად გადაყვანას აპირებდა როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა მანჩესტერიდან წინადადება მიიღო და თან როგორი წინადადება, 80 000 ევრო წელიწადში(15 წლის ბავშვს) სამსახური მშობლებს და სახლი. ასეთ შემოთავაზებაზე უარს არ ამბობენ და მაკედიც უკვე თითქმის ერთი წელია რაც მანჩესტერის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება და ელოდება შანს რომ ძირითად გუნდშიც გამოიჩინოს თავი.
იმას რაც ფორმელოზე, მოხდა ვერც ტრიგორიას ბინადრები გაექცნენ და შედეგად "წითელი ეშმაკები" რომას ახალგაზრდა თავდამსხმელით დავიდე პეტრუჩითაც დაინტერესდნენ, რომელიც აგრეთვე პრიმავერაში ასპარეზობს, ჯალაროსის ხელმძღვანელობამ კარგად გაიაზრა შესაძლო საფრთხე და 16 წლის თავდამსხმელს პირველი კონტრაქტი შესთავაზა მინიმალური 1589 ევროიანი ანაზღაურებით თვეში. ამ შემოთავაზებაზე დასაფიქრებლად დავიდემ(სავარაუდოდ მშობლების გავლენით) დრო ითხოვა, ამის საპასუხოდ კი კლუბმა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებამდე გუნდიდან მოკვეთა.
თუკი რომაული გუნდები ასეთ ოპერაციებზე შედარებით მშვიდად რეაგირებენ რეჯინას მცველი ვინჩენცო კამილერი(1992) ჩელსიში საშინელი სკანდალით წავიდა. კლუბის პრეზიდენტმა ლილო ფოტიმ ინტერვიუებში ფაქტობრივად დატალურად აღწერა თუ როგორ "დაეშვა აბრამოვიჩის ვერტმფრენი რეჯინას საწვრთვნელ ბაზაზე და მათი ფეხბურთელი მოიტაცა" ფოტიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასაც მიმართა, ფიფას და უეფასაც რათა კომპენსაცია მიერო, მაგრამ თუ საერთოდ მიიღო კომპენსაცია, რა თქმა უნდა ეს მიზერული თანხა იქნება.
უფრო ადრე იყო ეხლა უკვე იტალიის ოლიმპიური ნაკრების წევრის ჯუზეპე როსის ისტორია, რომელიც ამერიკიდან სადაც ის დაიბადა პარმას ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა მაგრამ მალევე მანჩესტერმა 200 000 ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. 2007 წლის ზაფხულში კი ინგლისელებმა ის ვილიარეალში 10 მილიონად გაყიდეს, მოკლედ სხვა კლუბებმა მანჩესტერისგან უნდა ისწავლონ როგორ უნდა აკეთონ ბიზნესი

შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ უფრო ძველი მაგალითი, როდესაც ლაციოს 18 წლის მცველი ვალერიო დი ჩეზარე(მორიგი ახალი ნესტა) 2001 წელს ჩელსიში გადავიდა. ლაციალეს ხელმძღვანელობას იმ დროს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდათ, მაგრა, მათ მაინც ვერაფერი მოახერხეს ამ ტრანსფერის შესაჩერებლად. როგორც აღვნიშნე ეს ტრანსფერი საკმაოდ დიდი ხნის წინ განხორციელდა და შეგვიძლია იმაზეც ვიმსჯელოთ როგორ იმოქმედა ამ ტრანსფერმა ფეხბურთელის კარიერაზე. მას ჩელსის ძირითად გუნდში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია და 2004 წელს იძულებული გახდა სერია ბ-ში დაბრუნებულიყო, სადაც დღემდე თამაშობს(მანტოვაში). ასე რომ ახალგაზრდულ ასაკში ცნობილ კლუბში გადასვლა წარმატების გარანტია არ არის, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში სადაც ეს ახალგაზრდა ბიჭები უამრავ ცხოვრებისეულ პრობლემას აწყდებიან, სანამ ადაპტაციას მოახერხებენ(რასაც ბევრი ვერც ახერხებს).
ამ ტრანსფერების მიზეზი რაღა თქმა უნდა ფულია, რომელიც დღეს ინგლისურ ფეხბურთში გაცილებით მეტია, ვიდრე იტალიურში. შედეგად გარიგების შემდეგ მოთამაშე და მისი მშობლები საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებენ, რასაც ამჯობინებენ კიდეც თავიანთი მშობლიური კლუბების ახალგაზრდულ სექტორში დარჩენას და ძირითად გუნდში დებიუტის მოლოდინს.
როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს ასეთი ტიპის ტრანსფერები ძირითადად 15-16 წლის ასაკში ხდება, საქმე იმაშია რომ იტალიის საფეხბურთო კანონმდებლობის მიხედვით 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელისთვის კლუბს არ შეუძლია შესთავაზოს კონტრაქტი და გადაუხადოს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურება. შედეგად ამ ახალგაზრდებს ხელსაყრელი წინადადების მიღების შემთხვევაში უცხოეთიდან შეუძლიათ კომპენსაციის გარეშე დატოვონ თავიანთი კლუბები და მათ გუნდებსაც წყალში ეყრებათ მათ მომზადებაში დახარჯული შრომა და თანხები.
ასეთ უსამართლობაზე არ შეიძლება რომ უეფამ ყურადღება არ გაამახვილოს, რადგან საკუთარ აღზრდილებზე აქცენტს ძირითადად მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე კლუბები აკეთებენ და მათთვის ასეთი დანაკარგები ფატალური ხასიათისაა.
მაშ ასე რაც შეეხება უეფას კანონმდებლობას, მის თანახმად 16 წელ შესრულებულ ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია გადავიდეს ევროკავშირის წევრ ნებისმიერი ქვეყნის კლუბში, ხოლო თუ გადაადგილება მშობლების სამსახურთანაა დაკავშირებული უფრო პატარა ასაკშიც.(სხვათა შორის ამ ხვრელს კანონმდებლობაში თავიანთი ინტერესებისთვის კარგად იყენებენ ინგლისელები, რომლებიც მათთვის საინტერესო 16 წელზე პატარა ასაკის ფეხბურთელების მშობლებს სამსახურს აწყებინებენ და ამით ახერხებენ საკანონმდებლო შეზღუდვას თავი აარიდონ).
როგორც ცნობილია იგეგმება ამ კანონის შეცვლა, რათა უფრო მეტად იქნას დაცული ასეთი მიგრაციის მსხვერპლი კლუბების უფლებები. ახალი კანონის პროექტის თანახმად 16 წლიანი ზღვარი 18-მდე უნდა ავიდეს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონს სამუშაო ძალების თავისუფლად გადაადგილების შესახებ. პლატინი ცდილობს ეს პრობლემა ევროკავშირის ამჟამინდელი თავჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყვიტოს, მაგრამ სპეციალისტების აზრით წარმატების შანსი მინიმალურია.
დასასრულს მინდა დავასრულო უეფას ერთ-ერთი დირექტორის უილიამ ჰაიარის სიტყვებით: "გრანდებს ჰყავთ საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთვნელები, და თუკი მათ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებიც ეყოლებათ ეს ნიშნავს ისეთი ფეხბურთის დასრულებას როგორიც ჩვენ ვიცით და გვიყვარს."
პატივცემული უილიამი რა თქმა უნდა მართალია, მაგრამ არის მეორე გზაც ანუ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ფულს სხვა უფრო ამაღლებული პრინციპები უნდა ამჯობინონ. "ეს მაისურა ჩემთვის ისეა როგორც მეორე ტყავი(კანი)(არ ითარგმნება რა კარგად

) და მას მე არასდროს არაფერზე არ გავცვლი." ასეთი განცხადება გააკეთა ლაციოს პერსპექტიულმა მარცხენა ვინგერმა ფრანჩესკო მანჩინიმ, რომელმაც პრიმავერას რომაულ დერბიში რომას ჰეთთრიკი შეუსრულა და ინგლისური კლუბების წინადადებებზეც უარი განაცხადა.
პ.ს. ამ სტატიისათვის დიდი მადლობა ჩემს უკრაინელ მეგობარს, სპორტულ ჟურნალისტს და ლაციოს დიდ გულშემატკივარს იანას, რომლის თანხმობის შედეგადაც მცირედი შემოკლებით გადმოვთარგმნე ეს საკმაოდ საინტერესო სტატია და ველი თქვენს აზრს. ამ სტატიის ნაკლი ისაა რომ მხოლოდ იტალიას ეხება არადა პრობლემა გაცილებით გლობალური და მასშტაბური ხასიათისაა და თუ იტალიაში ასეთი სიტუაციაა, ხო წარმოგიდგენიათ უფრო ღარიბ ქვეყნებში ამ კუთხით რა ხდება.
This post has been edited by Levani_8_9 on 5 Sep 2008, 18:32