როგორც გავიგე ერთი მეზობელი ფორუმიდან, ამ განყოფილების მოდერატორები დადიან ხოლმე შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა პოლიტიკის განყოფილებაში.
თუ შეგიძლიათ, რომ თხოვოთ ჩვენ უშიშარ უშიშროებას, რომ ქართულ ინტერნეტ პროვაიდერებს მოახსნევინონ ბლოკი რუსული საიტებისგან.
რუსული ინტერნეტი არ არის მარტო lenta.ru და rian.ru
ელ-ფოსტას ვერ ამოწმებს ხალხი.
უამრავ ტექნიკურ ლიტერატურას სწორედ რუსული საიტებიდან ვიღებთ. შევწუხდი ამ პროქსი სერვერების რეკლამებით.
ბოლოსდაბოლოს რუსები თუ შემოდიან ჩვენს ფორუმზე და სახელწიფო საიდუმლოს გებულობენ აქედან, ჩვენ რატომ არ უნდა შეგვეძლოს იმათ ფორუმებიდან მათი სახელმწიფო საიდუმლოებების გაგება?