#10784087 · 8 Sep 2008, 18:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინგა გრიგოლია გიორგი თარგამაძის პარტიის სახელით ვაკის დეპუტატად კენჭისყრის საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პარტია "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. "ახლა ვიმყოფები გონიოში და ასეთ საკითხზე პლაჟიდან კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია" – განუცხადა "პირველს" ინგა გრიგოლიამ. აღსანიშნავია, რომ პარტია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ინგა გრიგოლიას კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია "პირველთან" საუბარში არც დაადასტურა და არც უარყო. "ინგა ჩემი მეგობარია. იგი იზიარებს "ქრისტიან-დემოკრატების" იდეებს, მაგრამ მისი გადაწყვეტილების შესახებ მე ვერ ვისაუბრებ. ინფორმაციას გრიგოლიას დეპუტატობის შესაძლო კანდიდატობასთან დაკავშირებით არც ვადასტურებ და არც უარვყოფ" – განაცხადა თარგამაძემ. აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე "ნაციონალური მოძრაობა", გაერთიანებული ოპოზიცია და სხვა რიგი ოპოზიციური ძალები უარს აცხადებენ, "ქრისტიან-დემოკრატებმა" კი ცსკ-ში შესაბამისი განაცხადი უკვე წარადგინეს.
--------------------
LUCKYMANIA.WORDPRESS.COM
შოკოლადში ვარ! _______________
|