როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სარკოზი და სოლანა მოსკოვში მედვედევთან იყვნენ შეხვედრაზე... სადაც "პატარძლის დაკრეფილი" 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების დეტალები უნდა განეხილათ..... ! მანამდ სოლანამ განაცხადა - ევროპას ისევე სჭირდება რუსეთი, როგორც რუსეთს ევროპაო....საქართველოს ხსენებაც არ ყოფილა და როგორც აღმოჩნდა, სარკოზის 6-პუნქტიან შეთანხმებაც, თარგმანის უზუსტობის გამო, არასწორად ყოფილა გაგებული....მოკლედ რუსეთსა და ევროპას შორის მორიგი კინტაური შედგა,.. სარკოზიმ და სოლანამ ხან ასე ჩაუბუქნეს რუსებს ხან ისე და ხელცარიელი მაინც არ ჩამოვიდნენ, მაგრამ პატარძლის სანაცვლოდ, საქართველოში, მხოლოდ პატარძლის დაკრეფილი კიტრები და მწვანილი ჩამოიტანეს.....!
მაგრამ, დახეთ საოცრებას!....ყოველივე ამის მერე, მიშახ ხანუმამ (ეკა ხერხეულიძემ) განაცხადა, რომ არასოდეს ასე ახლოს არ ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთანო..! რაც არის არის, რათ გვინდა პატარძალი, როცა მისი დაკრეფილი კიტრები და მწვანილი დაგვიმშვენებს სუფრას....შენ დაუკა ევროპავ და დანარჩენი ჩვენ ვიცით., ღვილოსაც დავლევთ, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და უპატარძლო ქორწილსაც მშვენივრად ჩავატარებთ....!
This post has been edited by Stalker2005 on 9 Sep 2008, 07:20