"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" დაზარალებულთა ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში დაიცავს
ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" რუსული აგრესიის დროს დაზარალებული დევნილი მოსახლეობის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში დაიცავს. ორგანიზაციის ადვოკატებმა უკვე დაიწყეს მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეზე და უახლოეს პერიოდში განაცხადებს ევროსასამართლოში გააგზავნიან. ორგანიზაცია მიმართავს დაზარალებულ მოსახლეობას, დარღვეული უფლებების ევროსასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში დაცვის სურვილის შემთხვევაში "კონსტიტუციის 42-ე მუხლს" მიმართონ. ორგანიზაციის ადვოკატები საქმისა და შესაბამისი მტკიცებულების შესწავლის შემდეგ დაზარალებულებს უფასოდ გაუწევენ შუამდგომლობას. დაზარალებულ მოქალაქეებს ასევე უფასოდ შეუძლიათ, მიიღონ სატელეფონო და პირადი იურიდიული კონსულტაციები "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატებისგან შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შევჩენკოს #12, ტელ: 999856, 932859.არასამთავრობოები დაზარალებულ მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში საჩივრის წარდგენაში უფასოდ დაეხმარებიან
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. "ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსული აგრესიის შედეგად უფლებები დაერღვათ. მოვუწოდებთ იმ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც კონფლიქტის შედეგად დაეღუპათ ან უგზო-უკვლოდ დაეკარგათ ახლობლები, ან გაუნადგურდათ ქონება, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ მოვახდენთ მტკიცებულებების შეგროვებას და თითოეული ორგანიზაცია ინდივიდუალურად მივმართავთ ევროპის სასამართლოს" – განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "21-ე საუკუნე" კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში საჩივრის წარდგენაში უფასო დახმარება გაუწევენ.
http://pirveli.com.ge/index.php?option=com...d=8385&Itemid=1 This post has been edited by rekuso on 9 Sep 2008, 11:36