#10807555 · 10 Sep 2008, 15:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაერთიანებული ოპოზიცია დღეიდან აქტიურ მოქმედებებზე გადადის და პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ხელისუფლება ყოველდღიურად უფრო არაადეკვატური ხდება. ამის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების შეხვედრის შემდეგ კახა კუკავამ განაცხადა. "დღეიდან ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა შევიმუშაოთ დოკუმენტის პროექტი, რომელიც საქართველოს კრიზისიდან გამოყვანაშია დაეხმარება", _ განაცხადა კუკავამ. მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში რამდენიმე მოთხოვნები, მათ შორის, შესაძლებელოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, მედიის თავისუფლება. რაც შეეხება დავით გამყრელიძის მიერ გუშინ წამოყენებულ ინიციატივას პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების შესახებ, შესაძლებელია, ამ დოკუმენტში ესეც შევიდეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, აღნიშნული დოკუმენტის პროექტი ორშაბათისთვის იქნება მზად. გაჩეჩილაძემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მისი ანტიკრიზისული მოქმედებათა გეგმა, ისევე, როგორც ბევრი რამ, ხელისუფლებამ თავის პიარად აქცია და აზრი დაკარგა. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის ანტიკრიზისულ გეგმას უკვე დამოუკიდებლად შეიმუშავებს. ზვიად ძიძიგურის თქმით კი, მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა, ქვეყანა ვეღარ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდა. "ეს ქვეყანა არ არის დებილებით დასახლებული და ვერ დავუშვებთ, სააკაშვილმა ვირტუალურ რეალობაში გააგრძელოს ცხოვრება, ჩვენ კი მწარე სინამდვილეში დაგვტოვოს", _ განაცხადა ძიძიგურმა.
interpressnews
ეხლა შიდა არეულობების დრო არ არის!
|