#10802225 · 10 Sep 2008, 02:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდით საშინელება წარმოვიდგინოთ. რუსის ჯარი დაიძრა თბილისისკენ, მაგრამ იგი მხოლოდ ევროპის ლიდერთა კატეგორიულმა მუქარამ შეაჩერა თბილისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში. რა მოხდებოდა რომ არ შეჩერებულიყვნენ და თბილისში შემოსულიყვნენ. რათქმაუნდა ისინი დაიკავებდნენ ყველა სახელმწიფო ობიექტს, პარლამენტს, სახელმწიფო კანცელარიას, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, ტელევიზიებს.... რათქმაუნდა მიშა თავის ხელისუფლებით საქართველოს გაერიდებოდა. დაწესდებოდა კომენდატის საათიც. ანუ რუსი დაამხობდა საქართველოს ხელისუფლებას. და მერე? რა ახალი ხელისუფლების ასარჩევად დემოკრატიულ არჩევნებს ჩაგიტარებდა? რათქმაუნდა ახალი არჩევნების ჩატარების თემას წამოწევდა, ხოლო არჩევნებამდე ვის უნდა ემართა ქვეყანა? ვის და შეკრებდა მთელ ოპოზიციურ სპექტრს, პლუს ამათში იგორის პარტიასაც შეურევდა და ქუჩაში მდგარი რუსის ჯარის პარალელურად შექმნიდა დროებით მთავრობას. თვე, თვენახევარში ახალ არჩევნებს ჩაატარებდა, მანამდე კი ქუჩაში 7 ნოემბრის სასტავს გამოყრიდა შეძახილებით: ამერიკის სააკაშვილმა დაღუპა ქვეყანა და ახლა რუსეთთან გაწონასწორებული პოლიტიკის მატარებელი იგორა გადაარჩენს ქვეყანას ოპოზიციის მიერ შექმნილი მრავალპარტიული პარლამენტთან ერთადო. თუ ქვეყნის უმრავლესობა არ მიიღებდა იგორას, მაშინ რუსი ულტიმატუმს წაგიყენებდა: აქედან არ გავალ და თბილისის ყოველ გზაჯვარედინზე ბლოკპოსტებზე შემოწმებით სულს ამოგხდითო. აღარც სურსათის მარაგს შემოუშვებდა ქვეყანაში, იტყოდა სააკაშვილი გაიქცა, მთელი ფულები მან წაიღოო და მიტომ გეტირათ დედა ქართველებოო. დენსაც გამოგირთავდა, რა ჩემი ბრალია აფხაზმა მებრძოლებმა თქვენზე შური იძიესო. თან მოგაძახებდა, თუ გშია იგორას დაუჭირე მხარიო.
--------------------
ეს ოპოზიცია არ გვივარგა, მაგრამ ხელისუფლება მასზედ უარესია
|