არა რა ამაზე თემა რომ არ გამეხსნა არ შეიძლებოდა

სამედიცინო ცენტრის საიტზე არსებული სტატია :
ბოლო დროს მომრავლდა საგაზეთო, საჟურნალე და ინტერნეტ–პუბლიკაციები, რომელშიც ქალწულობის ინსტიტუტს მიიჩნევენ წარსულის გადმონაშთად, დასაცინ და დრომოჭმულ "ქართულ მენტალიტეტად", რელიგიურ შეზღუდვად, ქალწულს საჯაროდ დაკომპლექსებულს უწოდებენ, რაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის დაკომპლექსებას მართლაც იწვევს. თავად ქალწულობის აპკზე კი არაერთხელ ითქვა, რომ მას არ აქვს არავითარი ფიზიოლოგიური დანიშნულება და მისი შენარჩუნება იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს და ონკოლოგიურ დაავადებებს. ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ საკუთარ გაბოზებას ექიმების რჩევას უკვე ტელევიზიით აბრალებს!
მაშ ასე, იცოდეთ რომ ყოველივე ეს მტნარი სიცრუეა!!!
ჩვენ არ ვართ არც რელიიგის მსახურნი, არც "ქართული მენტალიტეტის" მეხოტბეები, არც ვაპირებთ ვინმეს მორალი ვუკითხოთ. უბრალოდ არსებობს ბიოლოგიური ჭეშმარიტება, რომლის დაწერა და თქმა არ სურთ სენსაციას და გაყიდვებს დახარბებულ ჟურნალ–გაზეთებსა და ტელევიზიებს, აგრეთვე საკუთარ პოპულარობაზე მზრუნველ "ვარსკვლავებს". ცოტა მოთმინება მოიკრიბეთ და ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ყურადღებით წაიკითხეთ.
1. ფიზიოლოგიური დანიშნულება – ქალწულობის აპკს აქვს ფრიად მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური დანიშნულება. ეს არის საშვილოსნოსა და საკვერცხეების ინფექციებისაგან დაცვა სქესობრივ მომწიფებამდე. ქალწულის ინფიცირების ალბათობა (სქესობრივი კავშირის გარეშე!) გარემოდან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არაქალწულის. ინფიცირება შეიძლება მოხდეს ჰაერიდან, უსუფთაო ხელით შეხებისას, უსუფთაო ტანსაცმლის ტარებისას, მდინარეში და ზღვაში ბანაობისას. მე შენ გეტყვი და ჩვენი წყალსატევები სისუფთავით გამოირჩევა. გინეკოლოგიურ დაავადებათა პიკი სწორედ სექტემბერ–ოქტომბერშია. საკურორტო სეზონის შემდეგ ჯერ კოლპიტების და ვაგინიტების მატება იწყება, შემდეგ აღმავალი ინფექციებისა. ასეთ პრობლემები ქალწულებს პრაქტიკულად არ აქვთ. ამ დროს აკეთებენ ფულს გინეკოლოგები, თორემ სექტემბერში სწავლის დაწყება კი არ უხარიათ!
2. ჰორმონალური დარღვევები – სქესობრივი ცხოვრების საერთოდ არარსებობამ ნამდვილად შეიძლება უმნიშვნელო ჰორმონალური დარღვევები გამოიწვიოს, მაგრამ უფრო მეტი დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარულმა სქესობრივმა ცხოვრებამ, რასაც უნდა დავუმატოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ჯერ მარტო შიდსი და C-ჰეპატიტი რად ღირს! გარდა ამისა 1970–დან 2000 წლამდე მთელ მსოფლიოში საშვილოსნოსგარე ორსულობების (სიკვდილით მთავრდება, თუ სასწრაფო ოპერაცია არ გაკეთდა!) სიხშირე 4–ჯერ გაიზარდა, რაც სექსუალური რევოლუციის და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციურ დაავადებათა გახშირების შედეგია.
პრეზერვატივი ყველა ინფექციური დაავადებისაგან ვერ დაგიცავთ. პირველ რიგში ეს არის პაპილომავირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია! მეორეც, პრეზერვატივი, შეიძლება დაიხეს და საერთოდ არავითარი დამცავი ფუნქცია არ შეასრულოს.
სქესობრივი კავშირისას ხდება სასქესო ორგანოების სტიმულაცია და ორგაზმის შემთხვევაში ჰორმონების (მაგ. ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის) დიდი რაოდენობით გამოყოფა, რაც რა თქმა უნდა კარგია ჯანმრთელობისათვის, გარდა ამისა, ორგანიზმი სპერმასთან ერთად იღებს მამაკაცის ჰორმონების (პირველ რიგში ტესტოსტერონი) გარკვეულ დოზას.
ვნახოთ რა არის აქ ქალის ჯანმრთელობისათვის კარგი – მამაკაცის ჰორმონები გარედან მცირე დოზით მიღებული, პრაქტიკულად არავითარ როლს არ თამაშობენ ქალის ორგანიზმში, გარდა სპერმატოზოიდების აქტივობის შენარჩუნებისა სპერმის სავალ გზებში. რაც შეეხება ქალის სასქესო ორგანოთა სტიმულირებას და მათ მოქმედებაში მოყვანას, ეს მართლაც კარგია ქალისათვის, მაგრამ ამის მიღწევა ხომ მარტო სექსითაც (მასტურბაციითაც) შეიძლება. ბოლოს და ბოლოს დაფიქრდით, ფიზიოლოგიურად რით განსხვავდება პრეზერვატივით დაცული სექსი მასტურბაციისაგან?
ჩვენ არავის მოვუწოდებთ მარტო სექსის (მასტურბაციისაკენ), ამას მოწოდება არ სჭირდება, ადამიანთა უმეტესობა მიმართავს მასტურბაციას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. უბრალოდ გვინდა გითხრათ, რომ ამაში არაფერი უცნაური, სამარცხვინო და დასაკომპლექსებელი არ არის და თუ მასტურბაციას უზომოდ არ მიმართავთ, ჯანმრთელობაზეც არანაირად არ აისახება ცუდად (პირიქით, გარკვეულწილად დადებით როლსაც თამაშობს). ცხოველთა სამყაროშიც მასტურბაცია საკმაოდ გავრცელებულია და მისი ევოლუციური და ფიზიოლოგიური დანიშნულება ორგანიზმის სქესობრივი ცხოვრებისათვის მომზადებაა. მარტო სექსი სქესობრივი ცხოვრების არარსებობად აღარ ითვლება და ჰორმონალურ დარღვევათა ალბათობასაც მკვეთრად ამცირებს.
3. ონკოლოგიური დაავადებები – პირველ რიგში ძუძუს ონკოლოგიური დაავადებები რა თქმა უნდა კავშირშია ჰორმონალურ დარღვევებთან. სქესობრივი ცხოვრების საერთოდ არარსებობა ამ დაავადებათა რისკფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ მარტო სექსი უკვე აღარ ითვლება სქესობრივი ცხოვრების არარსებობად. ამასთან არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება ასევე რისკფაქტორია. გარდა ამისა, ძუძუს დაავადებათა ეტიოლოგიაში უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მემკვიდრეობითობა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც ნამდვილად არ არის დაკავშირებული სქესობრივ ცხოვრებასთან.
თუ ძუძუს ონკოლოგიური დაავადება, თუნდაც კეთილთვისებიანი (ფიბროადენომა) უკვე განუვითარდა პაციენტს, მას სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე აუცილებლად სჭირდება ქირურგიული მკურნალობა და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ არის სასურველი სქესობრივი ცხოვრება.
როდესაც ექიმი გათხოვებას ურჩევს პაციენტს, მას მხედველობაში აქვს არა უბრალოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყება, არამედ რაც მას მოჰყვება, ორსულობა და ლაქტაცია, რაც მართლაც აწესრიგებს და პროფილაქტიკას ახდენს მრავალი(მაგრამ არა ყველა!) ჰორმონალური დარღვევისა.
აქედან დასკვნა მარტივია – უმჯობესია ქალი დროზე გათხოვდეს და ერთგული იყოს ჯანმრთელი მეუღლის. იყოს ფორმაში, იყოს მეუღლისათვის მუდამ მიმზიდველი და სასურველი, ჰქონდეს ფანტაზიის უნარი, რათა გაიმრავალფეროვნოს პირველ რიგში საკუთარი და მეუღლის თანაცხოვრება, რათა ქმარს არ გაუჩნდეს პერიოდულად სხვა ქალთან გაქცევის და დროსტარების სურვილი (რაც ბოლოს ისევ ინფექციით შეიძლება დამთავრდეს).
და თუ გათხოვება დროზე არ ხერხდება – არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას გაუთხოვრობა ნამდვილად სჯობს, ზემომოყვანილის შემდეგ თავად განსაჯეთ, რა სჯობს – "ბოიფრენდის" გაჩენა (რომელიც არანაირი ვალდებულებით არ არის დაკავშირებული თქვენთან) და მისი პერიოდული გამოცვლა, თუ ქალწულობის შენარჩუნება.
Manchmal habe ich richtig Angst,den Boden unter den Füssen zu verlieren..................
life itself is happening