hard to guess!
* * *
... აქ არ იგინება, მაგრამ ბევრიც არ აკლია!
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=240722 2008-09-13 12:36
Print Version
დიმიტრი მედვედევი – ჯარს დაუფიქრებლად მივცემდი დარტყმის ბრძანებას მაშინაც, საქართველოს ე.წ. წევრობის გეგმა რომ მინიჭებული ჰქონოდა
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 1990-იან წლებში ნატო-მ თავის წევრად რუსეთი ტყუილად არ მიიღო. მედვედევის ეს განცხადება "როიტერმა" გაავრცელა.
მედვედევის თქმით, ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის შემადგენლობაში პოსტსაბჭოური რუსეთი არ მიიღო და ახლა ამის ნაყოფს იმკის.
მისივე განცხადებით, რუსეთი საქართველოს ყოყმანის გარეშე დაარტყამდა მაშინაც კი, თუ ნატო თბილისს წევრობაზე გარანტიებს მისცემდა.
"ნატო-ს რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუ როგორ მოქცეულიყო90-იან წლებში. პირველი ვარიანტი, რომელზეც ნატო არ წავიდა, უბრალოდ, მიეწვია რუსეთი ალიანში. შეეშინდათ? სულ ტყუილად. დღეს უფრო ნაკლები პრობლემები იქნებოდა", _ აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ნატო-ს ამჟამინდელი გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და აპირებს, მას შეეწინააღმდეგოს.
ნატო-ს "მეორე შეცდომად" მან დაასახელა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიღების მეთოდი "პრინციპით: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ლოიალობას ამჟღავნებს, მზად არის, რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენოს... წევრობაზე პრეტენდენტობის უფლება აქვს".
მედვედევი ირწმუნება, რომ ჯარებს დაუფიქრებლად მისცემდა დარტყმის ბრძანებას მაშინაც კი, ნატოს-კენ მისწრაფების მქონე საქართველოს ე.წ. წევრობის გეგმა რომ მინიჭებული ჰქონოდა.
"რა იქნებოდა, საქართველოს წევრობის შესახებ გეგმა რომ ჰქონოდა მიღებული? მე, როგორც პრეზიდენტი და მთავარსარდალი არც ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც მაშინ მივიღე, არც ერთი წუთით," _ აღნიშნა მედვედევმა.
"როიტერის" განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ ბრძანება ჰქონდა მხედველობაში.