თავიდანვე ვიცი, რომ ეს წერილი ძალიან დიდი იქნება, ამიტომ ყველას ვთხოვ გაითვალისწინოს ის, რომ ამის თქმას ცოტა ადგილი არ ეყოფოდა.
ეს კითხვები ყველას გავწუხებს და მგონი ამაზე მსჯელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რამდენი ფეხი აქვს უგულავას და ვის გამოუყო ენა ნადირაძემ და ასე შემდეგ. ომი წავაგეთ, როგორც ყველაფერს, ამასაც თავისი მიზეზები აქვს. აქ არის მთავარი მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვნება, მაგრამ არა გადამწყვეტი. მთავარი მაინც ჩვენი მოუმზადებლობაა.
როცა მშვიდობა გინდა, უნდა ემზადო ომისთვის. ხოლო როცა ემზადები ომისთვის, უნდა დაიცვა ის ხალხი, რომლებიც მშვიდობიანია. ისეთი უსინდისო ურდოსთვის, როგორიც რუსეთია, არ არსებობს სინდისი და მშვიდობიანი მოსახლეობის დანდობას და სხვა ღირსეულ მოქმედებას მათგან მხოლოდ სულელი თუ ელოდება.
1. დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა.
ამისთვის აუცილებელია ყველა დასახლებულ პუნქტში მოხერხდეს ჰაერსაწინააღმდეგო ზომების გატარება. გაკეთებული უნდა იქნეს თავშესაფარი, სადაც იმოქმედებს სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. ამის მოხერხება ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. რეგიონებში ამ საკითხს მოსახლეობა გადაწყვეტს, ცოტა მასალებით თუ დავეხმარებით. აი ქალაქში, კერძოდ თბილისში რამდენადაც მოვინდომებთ განძრევას, იმდენად ვიქნებით დაცული მოსალოდნელი აგრესიის შემთხვევაში.
ჩემი აზრით კარგი იქნება, თუ თავდაცვის სამინისტროში შეიქმნება შესაბამისი უწყება, რომელიც გააკონტროლებს მსგავს მზადებას ქვეყნის მაშტაბით.
აგრეთვე კარგი იქნება, თუ ადგილობრივ საპოლკიციო უბნებს გადაეცემათ რამოდენიმე ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და კვადროციკლი ან მსგავსი სწრაფმავალი მოხერხებული მანქანა. სპეციალურად შეუთავსდება ეს მოვალეუბა პოლიციის რომელიმე ჯგუფს და გაივლიან შესაბამის მომზადებას. ამის შემდეგ უცხო საფრენი აპარატები ვერც უსაფრთხოდ ინავარდებენ საქართველოში და დაბომბვისგან მოსალოდნელი მსხვერპლიც ნაკლები იქნება.
ამით ჩვენ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვნად შევუკვეცავთ ავიაციით არსებულ უპირატესობას.
მშვიდობიანი მოსახლეიობა რომ დაცულია, მეომრის ბრძოლისუნარიანობაც მაღალია და იმაზე არ უსკდება გული, თუ რა მოელის მის ოჯახს.
2. ვინაიდან საქართველო პატარა სახელმწიფოა და შესაბამისად ვერ ექნება ვერასდროს დიდი არმიის ყოლის სიამოვნება, უნდა გამოვიყენოთ ღმერთისგან ბოძებული რელიეფი და საჯარისო ფორმირებების გაწვრთნა ძირითადად არასიმეტრიული ომის მიმართულებით უნდა ხდებოდეს. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მსუბუქ და მობილურ ჰაერსაწინააღმდეგო თუ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებზე. ყველა მებრძოლს უნდა ჰქონდეს კარგად შესწავლილი მსგავსი ტექნიკის გამოყენება.
3. სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით და მაქსიმალურად უ8ნდა მოხერხდეს მათი დაფარვა. უნდა მოხერხდეს მიწისქვეშა ნაგებობებით უზრუნველყოფა ცოცხალი ძალის (იქნება ეს არმიის თუ რეზერვისტების დანაყოფები) მიღება და დაკომპლექტება დაცულ გარემოში. თუ ცოცხალი ძალა დაცული იქნა, ტექნიკის დასაბომბად მოფრენილი ბომბდამშენის თუ მოიერიშის დაკარგვა უფრო დიდი დანაკარგი იქნება მტრისთვის.
ბაზებიც სასურველია მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) განთავსდეს ისეთ ადგილზე, რომ იქვე არსებობბდეს ჩასაფრების საშუალება რელიეფის ხარჯზე.
ყოველ რეგიონში და დიდ ქალაქში აშენდეს მცირე გაბარიტების მიწისქვეშა რეზერვისტთა მიმღები შენობები, რომ დაცულ სიტუაციაში ხდებოდეს ყველაფრის დაგეგმვა და გადაწყვეტა.
4. როგორც ვიცით, კიდევ ერთი პრობლემა, რომლიმაც თავი იჩინა, კადრების დეფიციტი იყო.
პირველი, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის აუცილებლად მიმაჩნია, რომ თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს სამხედრო. ჯარისკაცს ჯარისკაცივით ვერავინ უხელმძღვანელებს
ამ ომში ყველაზე სუსტი წერტილი იყო დამოუკიდებელი და სხარტი აზროვნების მქონე მეთაურთა ნაკლებობა. ომის პირობებში გარედან განსაზღვრა, თუ სად როგორი მანივრირება ჯობია, შეუძლებელია. გამომდინარე აქედან, უნდ მოხდეს კადრების მომზადებაზე ძირითადი აქცენტის გადატანა და ეს უნდა წყდებოდეს არა იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა სახელისუფლებო პარტიასთან, ან რამდენად იოლი სამართავია.
ამ მხვრივ უნდა გამოყენებულ იქნეს ომის ვეტერანები, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება მიღებული.
5. მაქსიმალური მნიშვნელობა აქვს ომის დროს შეუფერხებელ ურთიერთკავშირის საიმედობას. არ უნდა იყოს მობილური ტელეფონების იმედად დარჩენილი და არც ინფორმაციის დაცულობა არ უნდა დაირღვეს. აუცილებელია მაგ სფეროებში გამოვიყენოთ მეგრული და სვანური დიალექტის მცოდნე კადრები. ამ ომმა ისიც გვიჩვენა, რომ ამ ნიუანსმა კარგად იმუშავა.
6. კარგად გავითვალოთ უნდა, თუ საიდან გვაქვს ომის საშიშროება და იმ მიმართულებით მოხდეს გამაგრება. კერძოდ შესაბამისი ნაგებობის მოწყობა, რომელიც ხელს შეუშლის ფრონტის გაშლას, რელიეფურად მოსახერხებელ ნაწილში მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა პარტიზანული მოულოდნელი ცეცხლის საწარმოებელი სიტუაციის შექმნა. მცირე დამცავი გვირაბების მოწყობა და სხვა.
აქ იმდენი ხარჯები არ იქნება, რამდენად შედეგისმომტანიც აღმოჩნდება სხვადასხვა სიტუაციაში. შესაძლებელი იქნება დროებითი თავშეფარება და ზურგში ცეცხლის გახსნა. ეს ისეც ცხადია.
7. რეზერვისტების მომზადების სფეროში დაშვებული შეცდომის გამოსწორება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეზერვისტის მომზადება უნდა იყოს საუკეთესო კადრებისგან ორგანიზებული და ინსტრუქტორობასაც უნდა უწევდეს ყველაზე გამოცდილი მებრძოლები.
უნდა მოხდეს რეზერვისტთა მომზადება რეგიონების შესწავლის და ყველა გეოგრაფიულ-რელიეფური ნიუანსის სიზუსტით. რეზერვისტების გაწვრთნა უნდა ხდებოდეს არასაფრონტო ომისთვის. მათი მთლიანი მომზადება უნდა ხდებოდეს ზურგის დახმარების, დაზღვევითი საბრძოლო ჩასაფრებისათვის და ჰაესაწინააღმდეგო თავდაცვისათვის. ეს იმის გამო, რომ ძალიან ძნელია რეზერვისტთა კოორდინირებული გადასროლა და ერთიანი მართვა. ამიტომ უმჯობესი იქნება მათი ფუნქციების განაწილება, როგორც მცირე ჯგუფების და შესაბამისი დავალებების შესასრულებლად მომზადება. მათი სადესანტო ან სადივერსიო ნაწილებად ჩამოყალიბება რა თქმა უნდა ვერ მოხერხდება.
8. ეს პუნქტი გამომრჩა და უნდა დავამატო.
საქართველოს თავდაცვით ომში ისე ვერაფერი ეხმარება, როგორც ტყე. ასე რომ ყველა. რეზერვისტი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე,
ვალდებული უნდა იყოს მონაწილეობა მიიღოს ტყის განაშენიანების საქმეში. ყველა შრომისუნარიანი პირი ვალდებული უნდა იყოს მინიმუმ 20 ხე მაინც ჩარგოს წელიწადში. უფრო სწრაფადმზარდი წიწვოვანი მცენარეები იქნებოდა უკეთესი. ეს ქვეყნის სამხედრო სისტემას მეტად დაცულს გახდის. მგონი ახსნაც არაა საჭირო რატომ

მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ სამხედრო საქმეში განსწავლული ვარ, მაგრამ ჩემი აზრით ზემოხსენებული ისეთი ოპატარა ქვეყნისათვისაც კი, როგორიც საქართველოა, არ უნდა იყოს ძნელი განსახორციელებელი.
ფორუმელების აზრი ძალიან საინტერესო იქნება და კარგი იქნება თუ ამ საქმეში კარგად გათვითცნობიერებული, თუა ვინმე ჩვენში, თავის აზრს გვეტყვის. იქნებ კიდევ ბევრი რამ გამოგვრჩა და ვერ გავითვალისწინეთ.
ძალიან ვთხოვ ყველას, ეს თემა არ აქციონ პოლიტიკოსთა გინების არენად.
მოდერატორებს ვთხოვ ამ მხვრივ დახმარებას.
This post has been edited by omerta on 11 Sep 2008, 15:24