#10511556 · 22 Jul 2008, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე პირადად ხმა სხვას მივეცი და არა იმიტომ, რომ ბატონი მიშა უხამსად მოიხსენია (© მორიგი კულტურული ნაციონალი). ვაფშე, მე როგორც მგონია - ეს პოლიტიკას არ ეხება, - ვზროსლი, აშკარად უფროსი პრაქტიკოსი პროფესიონალი მუსიკოსია, შეიძლება - თეორეტიკოსი მუსიკისმცოდნე. აშკარად ეტყობა, რომ მუსიკა კარგად იცის და ძველ დროს აქვს ნასწავლი (კომუნისტების დროს, როცა სწავლა მართლა სწავლა იყო და აქგამომცხვარი სლეობების მაგივრად რუსული სახელმძღვანელოები, ლიტერატურა და რუსული სკოლა იყო ცვეტში, პახოდუ პედაგოგებად შინჯიაშვილის, კორსანტიას, ქეთინო დეიდას - ჩხიკვიშვილი, ვინც არ იცით - და მამრაძის მაგივრად სულხან ცინცაძე, "ცოტა" უფრო ახლაგაზრდა ვანო ჟღენტი და გულბაათა, ნასიძე, შალვა ამირანაშვილი და ნოდარი იყვნენ) და ისე იცის, თავის ცოდნით კაიფობს. პახოდუ ჩვენზეც კაიფობს თავის პონტში. დაწერდა რამე სლეობას და მერე იხეოდა ალბათ შუაზე ჩვენს ბრძნულ პოსტებზე. ეს ბახს რაც შეეხება, თორემ ნიკა მემანიშვილზე და აჩიკო მეფარიძეზე მეც ბოლომდე ვეთანხმები ამ ადამიანს. პოსტებიდან (და კაიფიდან და სარკაზმიდან) აშკარად იკითხება საყვედური, პროტესტი თუ რაღაც დაგროვილი - რომ იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე აქვს თუ გარშემო ხედავს, ანუ, რომ მეტის და უკეთესის ღირსია. იკითხება, რომ შრომით მიაღწია, რასაც მიაღწია. რო ჩარღმავდე კაცი, მეტიც შეიძლება ამოაკაჩავო. პახოდუ, მგონი ბევრად კაი ტიპია, ვიდრე აქ თავს გვაცნობს. გონებამახვილია.
ისე, მართლა მაინტერესებს, ვინაა. ნაცარამ ბევრი კი იფუცა, არ ვიცი, არ ვიციო, მაგრამ რა ვიცი...
|