ARKADI(badri)
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 44
წევრი No.: 51540
რეგისტრ.: 15-January 08
|
#10852514 · 14 Sep 2008, 09:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სააკაშვილი თავადაც ხვდება მისი რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას” პრესა.გე [ნიკა ასლანიძე] - “სააკაშვილი აგონიაშია, ის არაადეკვატური გახდა... სამ ფრონტზე იბრძვის და სამივე ფრონტზე აგებს... მე ვფიქრობ რომ მან ადეკვატური გადაწყვეტუილებების მიღების უნარი დაკარგა” - ასე დაიწყო სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა პრესა.გე-სთან საუბარი. სესიაშვილის თქმით სააკაშვილის მთავარი ამოცანებია გამოიყვანოს ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელიც თავად შექმნა, შეინარჩუნოს იმიჯი საერთაშორისო არენაზე, და მესამე - ის ცდილობს, შეინარჩუნოს სკამი, რომლის დაკარგვის საფრთხე სულ უფრო ახლოვდება.
როგორ შეაფასებთ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას და რა იყო მთავარი მესიჯები? - ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ თურმე ჩვენი პრეზიდენტი რაღაც წერილებს წერს დიმიტრი მედვედევს. ეს კი ჩვენ, ქართულ მხარეს ვგულისხმობ, რუსეთის პრეზიდენტისგან გავიგეთ. ცნობილი ხდება, რომ ამ წერილით მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის პაქტს ე.წ. სამხრეთ-ოსეთზე და აფხაზეთზე.
მაშინ, გამაგებინეთ, რას ემსახურებოდა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი შეიარაღებული ძალები ოკუპანტებად გამოაცხადეს, ხოლო აფხაზებსა და ოსებს ბანდფორმირებები უწოდეს? აშკარაა, რომ სააკაშვილი მზადაა ოკუპანტებთან გააფორმოს ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, მაშინ, როცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა დასაშვებია ნებისმიერი ფორმით.
გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი თავად აძლევს აფხაზეთსა და ოსეთს უსაფრთხოების გარანტიას? - უფრო მეტიც, ის მზადაა გაწიროს საკუთარი ხალხი... სეპარატისტებთან გააფორმებს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, რომლითაც ის უზრუნველყოფს მათ ხელშეუხებლობას, ამ ხელშეუხებლობას კი გაუმაგრებს ევროკავშირის დამკვირვებლებით, რომლებიც ჩადგებიან ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ. აფხაზ და ოს ბოევიკებს შიგნიდან რუსები დაიცავენ გარედან - ევროპელები. ვისგან და რისგან? ქათველი აგრესორებისგან?
რას გულისხმობთ საკუთარი ხალხის გაწირვაში? - ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების თანახმად, უნდა ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ევროპა რუსეთისგან მოითხოვს დევნილების უპირობო დაბრუნებას კონფლიქტურ რეგიონებში. მათ შორის მოიაზრებიან 1992 წლიდან დევნილობაში მყოფი ქართველებიც. ეს კი ნიშნავს რომ ჩვენ მოსახლეობას ვაბარებთ რუსულ, აფხაზურ და ოსურ ბანდფორმირებებსა და ოკუპანტებს. ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლება ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ იღებს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დათანხმდება ქართული ან ევროპული საპოლიციო ნაწილების შეშვებას ამ ტერიტორიებზე?
- რომ შეუშვან, არსებობს ძალიან ცუდი გამოცდილებები. მაგალითად, იუგოსლავიაში, ჰოლანდიის სამშვიდობო ძალებმა მიატოვეს ის მოსახლეობა, რომელთა დაცვაც მათ ევალებოდათ. ეს კი ნიშნავს რომ სააკაშვილი მზად არის გაწიროს თავის მოსახლეობა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მცდელობას შეინაღჩუნოს დადებითი იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე?
- რაც უფრო ახლოსაა საქართველოდან რუსული ჩექმის გასვლის პერსპექტივა, მით უფრო ღიად დაიწყება საუბარი იმ შეცდომებზე, რომლებიც სააკაშვილმა აგვისტოში დაუშვა. ეს კი ის შეცდომებია, რომლითაც მან ზიანი მიაყენა როგორც ქვეყანას, ისე - დასავლეთს. თავად დასავლეთშიც აქტიურად საუბრობენ სააკაშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების მექანიზმებზე, რადგან ეს ხელისუფლება არის ომის ხელისუფლება, რომელსაც შტატები არც ერთ თეთრს არ მისცემს არც ეკონომიკური და არც თავდაცვის სფეროს გაუმჯობესებისთვის.
პრეზიდენტისთვის ავტომატურად დგება დღის წესრიგში საკუთარი სკამის გადარჩენის საკითხი...
- თუ დღემდე არსებობდა რაიმე შემაკავებელი ფაქტორი საზოგადოებისთვის თუ ოპოზიციური პარტიებისთვის – არ ელაპარაკათ პრეზიდენტის შეცვლაზე – ეს ტაბუ უკვე მოხსნილია. აღარ არსებობს თვითცენზურა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაზე. პოლიტიკოსებმა უკვე ღიად უნდა მოითხოვონ მისი თანამდებობიდან წასვლა. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სააკაშვილი თავადაც ხვდება მისი რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას, არის ის, რომ მან უარი განაცხადა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე. არგუმეტები კი სრულიად უსაფუძვლო და სასაცილო მოიყვანა. ანტი-სააკაშვილის მოძრაობები უფრო გაძლიერდება და მას ვერაფერი ვერ შეაკავებს, ის არის ადამიანი რომელმაც დაიწყო ომი და ორ დღეში კაპიტულაცია გამოაცხადა.
როგორ ფიქრობთ რაშია გამოსავალი? - აგონიაში მყოფ პრესიდენტს არ აქვს შანსი მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, გამოსავალი არის უმტკივნეულო პოლიტიკური ნაბიჯები: საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაცია, თავისუფალი მედია და საზოგადოების ნების უზრუნველყოფა.
|