#10857412 · 14 Sep 2008, 19:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლეთ, მოდერმა რეკუსომ დახურა თემა, რომელშიც მოცემული იყო რეალური ვიდეო(მცირე მონაკვეთი იმისა, თუ რა ხდებოდა აგვისტოს თვეში), იმის ამსახველი თუ რა ხდებოდა აგვისტოს თვეში. ამ ვიდეოში არაფერი იყო, ისეთი გასაიდუმლოებული, რაც არ ვიცით ჩვენ და რაც არ იციან საზღვრებს გარეთ.
მან კი ამ განმარტებით დახურა თემა: "ანალოგიური თემის გახსნისთვის ნებისმიერი იუზერი მიიღებს ერთთვიან ბანს.
3. შემდგომში ისეთი ფრაზებისთვის, როგორიცაა "მრცხვენია ქართველების მაგივრად", "სირცხვილია რომ ვესროდით მტერს" და ა.შ. დაისჯებით ვორნით.
სიტყვის თავისუფლება და პაციფიზმი მტრისთვის ერთი ადგილის მიცემისკენ მოწოდებებში ნუ გერევათ აქ ზოგიერთებს."
მომავლისათვის თუ შეიძლება ჩამოაყალიბეთ შენიშვნის სახით წესდების მსგავსი რამ, სადაც მითითებული იქნება, თუ რის შესახებ შეგვიძლია თემი გახსნა, რა შეხედულება არ შეგვიძლია რომ გამოვფინოთ სააშკარაოზე და ა. შ. მოკლეთ, შეზღუდევების სიას თუ გაგვაცნობთ, მადლობელი დაგრჩებით.
პ.ს. და კიდევ ერთი, არც ერთ მოდერზე (!) ნაკლებად არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ის ფაქტი, რომ არსებულმა ხელისუფლებამ და მთავარსარდალმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ყველაფერში, რასაც ადგილი ჰქონდა აგვისტოს თვეში, ვფიქრობ, არ არის დასამალი.
This post has been edited by Vicki on 14 Sep 2008, 19:35
--------------------
There's nothing that can't be done ... (2000) მიტყდება რომ ფორუმი რომელიც მართლა ძალიან მიყვარს ძმაკაცურ-პარტიულ-სასტავურ ფორუმად იქცა...@ნიკუშა_მარქსი (2009) აღმშენებლობითი პათოსის მატარებელი ახალგაზრდა პატრიოტები სამთავრობო ბანაკიდან...@Johnnie Walker (2009)
|