შეიძლება ეს თემა არ უნდა გავხსნა აქ... მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად...
შეიძლება არც ისე საინტერესო იყოს თქვენთვის, მაშინ გთხოვთ აიტანეთ კიდევ ერთი არასაინტერესო ტოპიკი..

მაშ ასე..
რისი თქმა მინდოდა და რაღაცნაირად ძალიანაც მაინტერესებს თქვენი ამბები და შეხედულებები ...
ანუ.. მოკლედ ვიტყვი OK ?

ქართულ ოჯახებში ნათესაური ურთიერთობის ტრადიცია მეტად ახლობლური და ნამდვილად ნათესაურიც იყო.. ალბათ კი არა და რა თქმა უნდა ამასაც აქვს თავისი ხიბლი.. თუმცაღა დღეს სხვაგვარადაა საქმე, შედეგად ხდება ისე რომ ნათესავები და, ძალიანც ახლობლები სხვათაშორის , კარგავენ ერთმანეთს....
ჩემს მაგალითსაც ვიტყვი აქვე, და მე პირადად ძალიან ახლობლები შეიძლება 1 წელი ან მეტ ხანს არ ვნახო... რამდენადმე ეს ამბავი ჩემითვის სამწუხაროცაა... მერე ისე შორდები, რომ ამასობაში და მაგასობაში, კარგავთ ფაქტობრივად ერთმანეთს....
თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ? და ასერთოდ რას ფიქრობთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთოის ასეთ განვითარებებზე...
PS. ახლობლებში ყვავისა და ჩხიკვის ნათესაურ კავშირებზე არ ვსაუბრობ
მშვიდად იყავი ...
... ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს