#10884315 · 17 Sep 2008, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტერპრესსმა ინტერვიუ აიღო ცნობილი პოლიტოლოგისგან, ზურა აბაშიძისგან ინტერვიუ ....
ჟურნალისტი ეკითხება :" სხეფერმა საკმაოდ უარყოფითად შეაფასა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება. დასავლეთის პრესას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. სხეფერი მიიჩნევს, რომ ბრიუსელმა მოსკოვს საკმაოდ ბევრი დაუთმო. რა პერსპექტივები გვაქვს ამ შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადასაჭრელად?
ზურა აბაშიძე: "ბატონ სხეფერს მხედველობაში აქვს ის, რომ რუსეთის საჯარისო ნაწილების ლეგალიზება არანაირი შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული. 6 პუნქტიანი შეთანხმება ამას არ ითვალისწინებს. არის მე-5 პუნქტში ერთი დებულება, სადაც ბუნდობნად არის საუბარი იმაზე, რომ სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდება, მანამდე რუსეთს აქვს უფლება უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღოს. შეთანხმებაში დამატებითი ზომები არანაირად გაშიფრული არ არის. ეს რუსებმა სათავისოდ ისე გამოიყენეს, როგორც იციან ხოლმე. მითუმეტეს, რომ ეს მათ მიერ შეთავაზებული პუნქტია. ბატონი სხეფერი მიიჩნევს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა ამ პუნქტის ფარგლებში გადადგა, შეთანხმებით არ იყო გათვალისწინებული. შეთანხმება არ ითვალისწინებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას, ამ რეგიონებში რუსეთის საჯარისო ნაწილების ჩაყენებას და ასე შემდეგ. რაც მთავარია რუსეთმა ეს ყველაფერი სულ სხვა სამართლებრივ განზომილებაში გადაიყვანა, შესაბამისად ამ რეგიონებთან ჩვენი ურთიერთობაც მათ მიერ უკვე სხვა სიბრტყეში განიხილება. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში წამოიჭრება, ამიერიდან რუსები გვეტყვიან: ჩვენ უკვე მედიატორი არა ვართ, ეს რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათ ელაპარაკეთ. ეს იქნება ლტოლვილების დაბრუნება, საზღვრების საკითხი თუ სხვა, ელაპარაკეთ პირდაპირ ოსებს და აფხაზებს. ეს მოჯადოებულ წრეს ქმნის, საქართველოს ხელისუფლება ამაზე ვერასდროს ვერ დათანხმდება, რამეთუ ეს ჩვენი მხრიდან იქნება ამ „ქვეყნების" აღიარება. არადა ჩვენ მათთან გვაქვს სასაუბრო, იგივე ლტოლვილების თემაზე, ასე, რომ სამართლებრივადაც ძალიან რთული ვითარებაა. იგივე ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრაზე რუსეთი, ჩემი აზრით, ამ ფორმულით ჩავა. არ უნდა შევიქმნათ ილუზიები. ერთმანეთის გამხნევება, მხარდაჭერა კარგია, ერთობა აუცილებელია, მაგრამ თუ ვითარება რეალისტურად არ დავინახეთ, თუ შეცდომები ძალიან მკაცრად არ გავაკრიტიკეთ, თუ ხელისუფლებამ პასუხი არ გასცა ძალიან სერიოზულ კითხვებს, მაშინ არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი, არც თუ ისე შორეულ მომავალში კვლავ განმეორდეს. შეიძლება უარესი ფორმითაც. ძალიან მეშინია იმისაც, რომ რუსეთის ქმედება ამით არ დამთავრებულა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ადეკვატურები და როგორც არასდროს ისე გონიერები. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ხელისუფლების მიერ კითხვებზე პასუხის გაცემა. ერთიანობის მოსაზრებებით სიმართლის მიჩუმათება ცუდ შედეგებდე მიგვიყვანს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა ისტერიულ ფორმებში, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით, არამედ გააზრებულად და სერიოზულად. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ რუსებს ვერ მოვერიეთ და ახლა ერთმანეთს დავერიოთ. სხვათა შორის, ისტორიულად ასე ხშირად ხდებოდა. "
ნუთუ დაზუსტებით არც ერთმა მხარემ არ იცის რაზე მოაწერეს ხელი???? ამ გაუგებრობამ შეიძლება მომავალში დამღუპველ შედეგებამდე მიგვიყვანოს....
|