#10883738 · 17 Sep 2008, 00:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხნო, უახლოეს დღეებში ხომ არ გეგულებათ ვინმე ლონდონიდან მომავალი, ჩვენს თანაფორუმელ პლატოელისთვის წამლები რომ გამოატანონ? ამ წამლებს იქ მათი ახლობელი იყიდის, მაგრამ საჭიროა პიროვნება, ვინც მას ფიზიკურად წამოიღებს თბილისში. პილოტებზე გამოტანება ვერ ხერხდება და იქნებ გეგულებათ საახლობლოში ვინმე, ვინც უახლოეს დღეებში მოფრინავს საქართველოში. საბაჟოზე არავითარი პრობლემა არაა - ადრეც გამოუგზავნიათ ამ ხერხით. უბრალოდ, ფიზიკური პირია საჭირო მათ წამოსაღებად. P.S. მოდერებო, თუ არასწორად გავხსენი თემა, იქნებ, თქვენ მიუჩინოთ საჭირო ადგილი. ჯანმრთელობის თემაში კი დავწერე, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ცალკე თემის გახსნა მაინც საჭიროდ მივიჩნიე - ამ წამლებზეა დამოკიდებული ბაქტერიების დამარცხება ანუ პლატოელის საბოლოო გამოჯანმრთელება. აქ მეტი ხალხი შემოდის და თემის გასახსნელადაც აქაურობა ამიტომ შევარჩიე.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|