მემგონი ეს აკ სჰეიდლებოდა დამეპოსტა : )
გთხოვთ გაავრცელოთ თქვენს ნაცნობ-მეგობრებში!!!!! გმადლობთ!
--------------------------------------------------------------------------------
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდის - «ნაკრესის» მიმართვა
10 სექტემბერი, 2008
დავეხმაროთ ბორჯომის ტყეებს!
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდი «ნაკრესი» იწყებს აქციას ბორჯომის რეგიონის ტყის მასივების გადასარჩენად. დრო არ ითმენს. მართალია, ჯერ არ დასრულებულა სამთავრობო კომისიის მუშაობა და არ არის შეფასებული მიყენებული ზარალი, მაგრამ ფაქტი ერთია - ომის შედეგად ტყის მასივების უზარმაზარი ფართობია გადამწვარი. ბორჯომის ტყეებს დღეს ჩვენი შველა სჭირდება. დღეს ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბორჯომის ტყეების გადასარჩენად.
ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ საშვილიშვილო საქმეში, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა «ნაკრესის» აქციაში.
გაცნობებთ, რომ «ნაკრესში» შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, სადაც გროვდება იმ ადამიანთა მონაცემები, ვისაც გული შესტკივა ბორჯომის ტყეებზე და მათი დახმარების სურვილი აქვს. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახის დახმარება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
ჩვენ ყველანაირად ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ბორჯომის ტყეების აღდგენით ღონისძიებებს არ ჰქონდეს სტიქიური ხასიათი და ყველაფერი განხორციელდეს ექსპერტთა დასკვნებისა და კვალიფიციური შეფასების საფუძველზე. დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გვინდა, რომ ტყეები შევინარჩუნოთ, სწორი მიმართულებით უნდა წავიდეთ. ბორჯომის ტყეებმა ისედაც დიდი ზარალი განიცადა. სასწორზე ბორჯომის ხეობის მომავალი დევს და შეცდომის უფლება არა გვაქვს.
სანამ მდგომარეობის შესწავლისა და შეფასებების საფუძველზე აღდგენითი გეგმა შემუშავდება, მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ, ხოლო აღდგენითი გეგმის მომზადებისთანავე დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებით, რათა გავერთიანდეთ ბორჯომის რეგიონის ტყის მასივების გადასარჩენად.
ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, ვისაც გაქვთ ბორჯომის ტყეების დახმარების სურვილი, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა:
http://www.nacres.org/foundation/g_saveborjomi.html დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
თამარ სუხიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ფონდი «ნაკრესი»
ტელ.: 53 71 25
ფაქსი: 53 71 24
ელ-ფოსტა: saveborjomi@nacres.org