იესო ქრისტეს დახასიათება და ისტორია, საინტერესოდ ემთხვევა ადრე არსებულ ღმერთების ხასიათს მითოლოგიიდან, ასე მაგალითად:
1. ესკულაპი (Asklēpios), მკურნალობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. აპოლონის ვაჟი. - კურნავდა დაავადებულებს, მკვდრეთით აღდგენაც შეეძლო, მიიჩნეოდა მხსნელად.
http://en.wikipedia.org/wiki/Asclepius2. ჰერაკლე (ჰერკულესი) - მისი მამა ღმერთი იყო, ხოლო დედა - მოკვდავი, იყო ცნობილი როგორც ქვეყნიერების მხსნელი, წინასწარმეტყველებმა წინასწარ იცოდნენ მისი დაბადება და მოიხსენიებდნენ, როგორც მეფეს! ამან გამოიწვია რომ მას ეძებდნენ მოსაკლავად, მან შეძლო წყალზე გავლა და მიმართა დედას წინადადებით: ნუ სტირი, მე ცაში მივდივარ! ჰერკულესმა სიკვდილის წინ თქვა: აღსრულდა!
http://en.wikipedia.org/wiki/Hercules3. დიონისე - სიტყვა-სიტყვით: ღმერთის შვილი, დაიბადა ქალწული დედის მიერ, ხშირად გამოსახავდნენ ჯორზე ან ვირზე ამხედრებულს, ისიც კურნავდა დავრდომილთ და წყალს ღვინოდ აქცევდა, ისიც აღსდგა სიკვდილის მერე და გახდა უკვდავი
http://en.wikipedia.org/wiki/Dionysus4. ოსირისი - იგივეს აკეთებდა, ისიც ქალწულმა დედამ შობა და მიიჩნეოდა ადამიანთა პირველ ნამდვილ მეფედ, სიკვდილის მერე აღსდგა და წავიდა სასუფეველში.
http://en.wikipedia.org/wiki/Osiris5. ოსირისის შვილი - ჰორი, მას ხშირად ეძახდნენ გზას, სიმართლეს, ცხოვრებას, მწყემსს, სამყაროს სინათლეს, მისი სიმბოლო იყო ჯვარი
http://en.wikipedia.org/wiki/Horus6. მითრა - მისი დაბადების დღე აღინიშნება 25 დეკემბერს, მისი დაბადების მომსწრეები იყვნენ ადგილობრივი მწყემსები, რომელთაც მას საჩუქრები მიართვეს, მას ჰყავდა 12 მოწაფე, როდესაც მიწაზე საქმიანობა დაამთავრა საბოლოოდ მიირთვა საჭმელი, ცაში წასვლის წინ.
განკითხვის დღეს ის დაბრუნდება და განსჯის ყველას, კარგები ცაში წავლენ და ცუდები დაიწვებიან ცეცხლში, მისი დასვენების დღეა კვირა, მისი მიმდევრები ერთმანეთს ძმებს ეძახდნენ, ხოლო წინამძღოლებს - მამებს!
მათ ჰქონდათ რიტუალი სადაც სიმბოლურად მიირთმევდნენ მის ხორცს და სისხლს, ასევე სასუფეველი ცაში და ჯოჯოხეთი მიწაში სადაც დემონები და ცოდვილები არიან.
http://en.wikipedia.org/wiki/Mithra7. კრიშნას ჰქონდა სასწაულებრივი ვარსკვლავი რომელსაც ბრძენები გამოყვნენ რათა მისთვის მიეგნოთ, როდესაც ის დაიბადა ადგილობრივმა მმართველმა მისი მოკვლა განიზრახა, თუმცა მისი ოჯახი გააფრთხილეს და ისინიც გაიქცნენ სადაც მწყემსებმა იპოვნეს. ბიჭი გაიზარდა და გახდა შუამავალი ღმერთსა და ხალხს შორის.
http://en.wikipedia.org/wiki/Krishna8. ბუდა - ს დედას ანგელოზმა უთხრა რომ ის ღმერთკაცს გააჩენდა და რომ მისი შვილი მხსნელი იქნებოდა, ის ასწავლის რელიგიას მოძღვრებს ტაძარში, სანამ მისი მშობლები მას ეძებენ, მას ჰყავს 12 მიმდევარი, ის იწყებს რელიგიურ კარიერას დაახლოებით 30 წლის ასაკში, ერთ-ერთი მიწი მოწაფე გამყიდველია, ერთ-ერთი კი მისი რჩეული. ის ასევე დადიოდა წყალზე, მისი ერთი მოწაფეც სცდის წყალზე გავლას და ჩაიძირება, რადგან საკმარისი რწმენა არ გააჩნდა, ის ასევე კურნავდა ბრმებს, ყრუებს, დავრდომილებს, ეძახდნენ ”შვილს ღმერთისას” უფალს და ა.შ.
http://en.wikipedia.org/wiki/Buddha9. ტიანელი აპოლონი - კურნავდა უამრავ ადამიანს, იძახებდა დემონებს, დაიბადა ქალწული დედისგან, მისი დაბადება ანგელოზმა იწინასწარმეტყველა, ის აწამეს, მერე აღსდგა მისი ძალის დასადასტურებლად, მერე ამაღლდა ზეცად და მოთავსდა ღმერთის მარჯვნივ, ის ცნობილი იყო როგორც ”ღმერთის შვილი”
http://en.wikipedia.org/wiki/Apollonius_of_Tyana This post has been edited by Internet_Contraband on 9 Sep 2008, 16:51