პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის:
•ჩემი დღევანდელი გამოსვლა უნდა ყოფილიყო ჩემი მოხსენება იმაზე, თუ როგორ ვახორციელებდით ჩვენს პროგრამას ”საქართველო სიღარიბის გარეშე”; მე მინდოდა მესაუბრა პენსიების გაზრდაზე და სხვა სოციალურ პროექტებზე; ახალ პროექტებზე სოფლის მეურნეობაში, რადგანაც ეს ჩვენი [წინასაარჩევნო] დაპირებების ნაწილი იყო;
• მაგრამ ამის ნაცვლად, ახლა მე ვდგავარ აქ როგორც პრეზიდენტი, რომლის ქვეყანასაც თავ დაესხა უზარმაზარი აგრესორი, რომელიც შეეცადა საქართველოს სრულიად განადგურებას;
•ამავე დროს მე ვარ იმ ერის პრეზიდენტი, რომელიც არ გატყდა და რომელიც განაგრძობს ბრძოლას თავისი მიზნების მისაღწევად;
•ჩვენ ვაფრთხილებდით მსოფლიოს ამ საფრთხის შესახებ... რუსეთის მანიაკალურ სურვილზე დაეპყრო საქართველო;
•ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მშვიდობის დასაცავად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენთვის;
•ჩვენ სამშვიდობო გეგმებს ვთავაზობდით სეპარატისტებს მშვიდობისათვის;
•ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ომის თავიდან ასაცილებლად;
•მაგრამ ჩვენ არ გაგვიკეთებია და არასდროს გავაკეთებთ ერთ რამეს - არ დავნებდებით მტერს; მტერი ვერადროს დაინახავს ჩვენ ზურგს;
•ქართველი ერი გმირია;
•მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვან როლს;
•მადლობას ვუხდი ჩვენ ხალხს და ვპირდები, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადის ყოველი დღე იქნება თქვენს სამსახურში;
•პირველად ჩვენს ისტორიაში მთელი ცივილიზებული სამყარო დადგა ჩვენს გვერდით;
•ეს ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ მოკავშირეების შერჩევისას;
•მინდა მივესალმო ნატოს, რომელიც ჩვენს გვერდით დადგა; ჩვენ გვესმის, რომ გრძელი გზაა ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ ნათლად ვხედავთ ამ გზას და ჩვენ გავივლით ამ გზას;
•ჩვენ ყოველთვის ვიდექით ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, რადგანაც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დადგა, როდესაც ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა;
•ჩვენი უსაფრთხოების დაცვით, ჩვენ დავიცავთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას;
•ეს არის გადამწყვეტი მომენტი და საბოლოო გამარჯვებამდე გრძელი გზა დარჩა;ეს არის წარმატება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას;
•ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც შეეცდება დაგვარწმუნოს რომ დავმარცხდით;
• პუტინმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა, იცის, რომ რუსეთს არ გაუმარჯვია; პუტინს სურს დემოკრატიის ჩამოშლა; პუტინს სურს ენერგო რესურსებზე სრული კონტროლი;
•მაგრამ საქართველო არ დამარცხდება;
•ვერც ერთი დიქტატორი ვერ შეძლებს ევროპის საზღვრების ხელახლა განსაზღვრას.
•საფრთხე კვლავ არსებობს და მტერი ისევ დგას საქართველოს შუაგულში;
•ახლა ჩვენი მიზანია დაზარალებულებზე მზრუნველობა და ქვეყნის ხელახლა აშენება;
•არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლის გარეშე;
•მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც ომამდე ხდებოდა და ყველაფერზე, რაც ქვეყნის რეკონსტრუქციისთვისაა საჭირო;
•ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა; ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი;
•ახლა უნდა გავერთიანდეთ - როგორც ეს ომის დროს გავაკეთეთ - ქვეყნის აღმშენებლობისთვის;
•მომდევნო 18 თვეში ჩვენ იმ სიტუაციამდე უნდა მივიდეთ, რომელშიც ომამდე ვიმყოფებოდით;
•ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ ოპოზიციასთან ძირითად საკითხებზე - ქვეყნის ერთიანობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება;
•ანტი-კრიზისულ საბჭოს [ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით] აღმასრულებელი უფლებები უნდა ჰქონდეს;
• რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ, მცირე ნაწილს, მე მინდა განვაცხადო: ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება ჩვენი ერთიანობა და ჩვენი თანამშრომლობა; მე როგორც არასდროს მზად ვარ თანამშრომლობისთვის;
•რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხები სჭირდებათ; მე მხარს ვუჭერ საპარლამენტო ჯგუფის შექმნას და საპარლამენტო დებატებს ამ საკითხებზე [რამაც გამოიწვია ომი]; ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას;
•საქართველოს პასუხი რუსულ აგრესიაზე იქნება მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და მეტი პროგრესი;
•მინდა განვაცხადო ახალი დემოკრატიული რეფორმების შესახებ, რომელიც გულისხმობს უფრო ძლიერ პარლამენტს, სასამართლო სისტემას და უფრო თავისუფალ მედიას;
•კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც ახლად არჩეული პარლამენტი შეძლებს ნდობის გამოცხადებას ახალი მთავრობისთვის;
•პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდა;
•ინიციატივა ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას პარლამენტის დათხოვნის კუთხით და ეს წინადადება პარლამენტთან ერთად შემუშავდება;
•საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა გაიმართოს მუდმივი დებატები და ამისათვის პირობები უნდა შევქმნათ;
•ჩვენ გვჭირდება სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა, რომლის მიზანიცაა უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება;
•მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან;
•კერძო საკუთრებისთვის ძლიერი გარანტიების შექმნა;
•მე აქ ვდგავარ, რადგანაც ჩვენი ერი გაუტეხელია;
•ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ძლიერი ნდობის შენარჩუნება;
•ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია.
წყარო:
http://civil.ge/geo/article.php?id=19538 This post has been edited by WolfSpell on 16 Sep 2008, 21:37